სკოლა ,,პოლიგლოტის“ VIII-IX კლასის მოსწავლეებმა მარიამ გუშარაშვილმა , ნიკა გახოკიძემ, დეა ყორჩიშვილმა, ელენე მესხიშვილმა, ნია ნადირაძემ და ანანო რაზმაძემ მიიღეს მონაწილეობა ,,ალეა“ -ს ( ახალგაზრდა ლიდერთა ეროვნული ასოციაცია) პროექტში: ,,თანამედროვე მსოფლიო აფრიკის განვითარებისათვის „ – MWDA, რომლის მიზანი არის მოტივირებული ახალგაზრდების გაერთიანება და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ და პრობლემურ თემებზე მუშაობა. პროექტი მიმდინარეობდა 22-23-24 აპრილს . მოსწავლეებმა იმუშავეს ჯანდაცვის კომიტეტში , განიხილეს მსოფლიოს მნიშვნელოვანი პრობლემები, ისაუბრეს პრობლემების გადაჭრის გზებზე, გამართეს დებატები, შეიმუშავეს რეზოლუცია. სკოლა,,პოლიგლოტის “ მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს, რის გამოც დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით, ხოლო სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორს, ქალბატონ მზია დაუშვილს, გადასცეს მადლობის სიგელი ახალგაზრდების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გამორჩეული მოსწავლეების აღზრდისათვის.