სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ანა ჯავახიშვილთან ერთად, იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის , ენათმეცნიერის , აკაკი შანიძის 135 წლის იუბილეს აღსანიშნავი გამოფენა. მოსწავლეები გაეცნენ აკაკი შანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ ფოტო-დოკუმენტურ მასალებს , განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ღვაწლმა ,,ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დადგენის საქმეში.