სკოლა ,,პოლიგლოტმა“ ,, ვენდისის“ ფასიანი ვაუჩერებით წაახალისა სკოლაში ჩატარებული ღონისძიების ,,რა? სად? როდის?“ სამი ფინალისტი გუნდი. ამ ინიციატივის ფარგლებში ბავშვები იმყოფებოდნენ მსოფლიოში უდიდეს ,,ვენდისში“ ვიქტორი დოლიძის ქუჩაზე მათ თან ახლდათ პროექტის ორგანიზატორი და მათემატიკის მასწავლებელი ზურა შუბითიძე და ასევე გეოგრაფიის მასწავლებელი და მე-11 კლასის დამრიგებელი ნინო წამალაშვილი. ბავშვებმა არაჩვეულებრივი დრო გაატარეს ,,ვენდის” გასართობ ზონაში, დააგემოვნეს არაჩვეულებრივი ბურგერები და გაერთნენ სხვადასხვა თამაშებით.
დიდი მადლობა პედაგოგებს ქალბატონ ნინოს და ბატონ ზურას საინტერესო აქტივობისთვის და მოსწავლეების მხარდაჭერისთვის.