277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
333099559_153511464179184_7465396050393460328_n

სტუმრად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

სკოლა ,,პოლიგლოტსა“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის არის გაფორმებული მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს თანამშროლობითი ურთიერთობები. ამჯერად, ჩვენი, მე-11 კლასელები, ქიმიის მასწავლებელ მაიკო აფხაზავასთან ერთად იმყოფებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტში, სადაც მიიღეს მონაწილეობა პროექტში – „ყველაფერი ქიმიაზე”.

სკოლის მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, მაგდა თორთლაძემ.

ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის შესახებ მოსწავლეებთან მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ნანა ჯანაშიამ ისაუბრა.

პროექტის ფარგლებში, სალექციო ფარმაციის საკითხებზე ისაუბრა CIU-ს ლექტორმა, ფარმაკოლოგია-ფარმაკოთერაპიის სალექციო კურსის ხელმძღვანელმა, კოკა კაჭარავამ.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლია თევზაძემ წაიკითხა ლექცია თემაზე „გზა ალქიმიიდან დიდ ფარმაციამდე“, ასევე მოსწავლეებისთვის პრაქტიკული ქიმიური ცდები ჩაატარა. აღნიშნულ პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ასევე CIU-ს ლაბორანტი, ლიანა ჩოხელი. დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს ძალიან საინტერესო შეხვედრისა და მასპინძლობისათვის.✨🫶🏻✨🫶🏻✨🫶🏻✨🫶🏻