277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_86

სტუმრად საქართველოს ეროვნულ არქივში

2015 წლის 8 მაისს სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლეებმა დაათვალიერეს ეროვნულ არქივში გამოფენილი უნიკალური ხელნაწერები, ქართული ანბანის ნიმუშები, ისტორიული დოკუმენტები. ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელმა ქალბატონმა მანანა ბოჭორიშვილმა მოსწავლეებს ჩაუტარა ლექცია ქართული ანბანისა და ხელნაწერი ძეგლების ისტორიის შესახებ. მოსწავლეებთან ერთად არქივში იმყოფებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა ჯავახიშვილი და მე-9 კლასის დამრიგებელი ნანა შენგელია.