კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

dcb15ed5-78f0-408e-b2ac-c8fe526b8226
487214093_679744017906531_1083861078142896868_n
488599720_680017767879156_4355873990670522615_n
att(3)
att(19)
att(3)

სტუმრობა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში

23 დეკემბერს სკოლა “პოლიგლოტი”არაფორმალური განათლების ფარგლებში ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ესტუმრა. თბილისის მუზეუმების გაერთიანება / The Union of Tbilisi Museums💫🧡

რეაბილიტაციის შემდეგ ილიას მუზეუმი უნიკალურ საგანმანათლებლო სივრცედ ტრანსფორმირდა, სადაც ნებისმიერი სტუმარი სრულიად სხვა სივრცის ნაწილად იგრძნობს თავს მუზეუმის თანამშრომლების დამსახურებით.

“პოლიგლოტის” მოსწავლეებს, მასწავლებელს (ანა ჯავახიშვილი) და დირექტორს (მზია დაუშვილი) შეხვდა და ესაუბრა თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი ქალბატონი ნინი სანადირაძე, რომელმაც მიმოიხილა მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო პროგრამები, ისაუბრა მუზეუმების გაერთიანების აწმყოსა და პერსპექტივაზე, სკოლებთან თანამშრომლობაზე.

მუზეუმის გიდის ემოციურ თხრობას მოსწავლეები შთაგონებულები ისმენდნენ.

დასასრულს კი უჩვეულო პერფორმანსი გაიმართა: #გზავნილები_ილიასგან

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ილიას ფრაზა-გრაგნილები – სამოტივაციოდ და რეფლექსიისთვის.

დიდი მადლობა, ამ ჯადოსნური დღისთვის მუზეუმების გაერთიანების დირექტორს, ნინი სანადირაძეს და მის არაჩვეულებრივ გუნდს.✨💫✨💫✨💫🧡🧡🧡🧡🧡🧡🧡🧡