277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

სწავლა-სწავლების თანამედროვე სტრატეგიების გამოყენება ჭადრაკის სწავლებისას დაწყებით საფეხურზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბატონ მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, 2022-2023 სასწავლო წლიდან მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში შეისწავლიან.სკოლა ,,პოლიგლოტი” სიხარულით შეხვდა ამ სიახლეს, რადგან სკოლაში ჭადრაკი არის დაწყებით ეტაპზე სავალდებულო საგანი.

ამ სიახლის ფარგლებში მასწავლებელთა სახლისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმა მასწავლებელთა გადამზადების ტრენინგები როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მასწავლებლებისათვის, თემაზე: „სწავლა-სწავლების თანამედროვე სტრატეგიების გამოყენება ჭადრაკის სწავლებისას დაწყებით საფეხურზე“(15 საკონტაქტო საათი). კოორდინატორად დაინიშნა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ჭადრაკში ბატონი ალექსანდრე არსენიძე. ტრენინგში მონაწილეობდა სკოლა ,,პოლიგლოტის” ჭადრაკის პედაგოგი ქალბატონი ნატალია მესხი, რომელმაც ტრენინგი განსაკუთრებული წარმატებით, უმაღლესი შეფასებით(30 ქულით) დაასრულა.

სკოლა ,,პოლიგლოტი” ულოცავს ქალბატონ ნატალიას პროფესიულ წარმატებას და დარწმუნებულია, რომ ქალბატონი ნატალია თავისი ჩვეული ენთუზიაზმითა და სიყვარულით მოახმარს ცოდნასა და გამოცდილებას თავის საყვარელ მოსწავლეებს.