კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

29937c98-9c9b-4ae5-b84a-15a3b230c092
image00001
513917584_743701731510759_1912240171572954828_n
513309756_743559901524942_363703278428546158_n
513631045_742895381591394_2082076973398199342_n
506974498_742054401675492_9095122671388516972_n

ტვინების ბრძოლა

სკოლა ,,პოლიგლოტის“ V_VI_VII კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ გუნდურ-ინტელექტუალურ თამაშში -,, ტვინების ბრძოლა“ . თამაშში მონაწილეობდნენ ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები, რომლებიც პასუხობდნენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა იყო ზოგადი, მოსწავლეებმა გამოიჩინეს განსაკუთრებული ინტერესი თამაშისადმი, აზარტი, გამჭრიახი გონება და ლოგიკური აზროვნება . თამაშს უძღვებოდა ინგლისური ენის მასწავლებელი მერი ციმაკურიძე. მონაწილეობდნენ გუნდები: ,,ნეირონები“, ,,ნიკე“,,,ნიუტონები“,,,ტვინიკოსები“, ,,ალბა“, ,,განათლებისკენ“, ,,გენიოსები“,15 რაუნდი ჩატარდა და საბოლოოდ გაიმარჯვა გუნდმა,,ნიუტნებმა“და გახდა სკოლის ჩემპიონი, საპრიზო ადგილებზე გავიდნენ გუნდები:,,ნეირონები“ და ,,ნიკე“ . ქულების დამთვლელი კომისიის წევრები იყვნენ მაია კვირკველია და შოთა ბერიშვილი, ხოლო პასუხების ფურცლის ჩამომკრები გოგონა იყო ნუცა ქემოკლიძე. ვულოცავთ სკოლის ჩემპიონებს: ნიტა უჯმაჯურიძეს, კესო თოფურიას, მარიამ ბრეგვაძეს, ნინო აბსანძეს, დავით მოსიაშვილს და ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას.