კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

559833326_829385439609054_4757032051803268650_n
562379411_825767989970799_5822693409215487653_n
561087279_824460610101537_3548071344682186546_n
1
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
526644455_771154618765470_3102988555932484942_n

ტკბილი ასო-ბგერები

სკოლა ,,პოლიგლოტის“პირველი ,,ბ“ კლასის მასწავლებელმა ჟუჟუ ბაღდოშვილმა და მოსწავლეებმა განახორციელეს ყველაზე ტკბილი პროექტი სახელწოდებით ,,ტკბილი ასო-ბგერები“. პროექტში მოსწავლეებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს მშობლებმაც. მათი დახმარებით ბავშვებმა საკუთარი ხელით გამოძერწეს და გამოაცხვეს ტკბილი ანბანი. ამგვარად მოსწავლეები უფრო უკეთ აღიქვამენ თითოული ასო-ბგერის მოხაზულობას, აგებულებასა და წერის მიმართულებას. ორცხობილების მომზადება ძალიან სახალისო აღმოჩნდა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი მშობლებისათვის. ეს იყო ანბანის სწავლების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი, რამაც ონლაინ სასწავლო პროცესი მოსწავლეებისათვის დაუვიწყარი გახადა.