2020 წლის 19 თებერვალს ,სპორტის უფროსი მასწავლებლის , ნატალია მესხის ორგანიზებით ჩატარდა სკოლის მოსწავლეების შეჯიბრება ჭადრაკში. ტურნირი ჭადრაკის სასახლის მიერ ორგანიზებული საკვალიფიკაციო ტურნირების წინ მოსამზადებელ ხასიათს ატარებდა. ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, ,,პოლიგლოტიდან“ მონაწილეობდნენ მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები,მათ წარმატებით იასპარეზეს, მიიღეს კარგი სატურნირო გამოცდილება , დაჯილდოვდნენ მედლებით და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.