კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

ფრანგული ინსტიტუტის სტუმრობა სკოლა “პოლიგლოტში”

საქართველოში ევროპულ დღეებთან დაკავშირებით, სკოლა „პოლიგლოტში“ ჩატარდა ღონისძიება – „განათლება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.“ ღონისძიებაზე სტუმრად იყო მოწვეული საფრანგეთის საელჩოს ფრანგული ინსტიტუტი და ესწრებოდნენ მისი წარმომადგენლები თეა ჯიქიძე და ელიზ ზამორა (Élise Zamora).🇫🇷

ღონისძიებაზე ბავშვებმა ისაუბრეს განათლებასა და მის მნიშვნელობაზე, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, რაც ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების წინაპირობაა. ✨💫მოსწავლეებმა ძალიან საინტერესოდ გადმოსცეს თავიანთი აზრი ამ საკითხებთან დაკავშირებით. მათ ასევე შეასრულეს საფრანგეთის და საქართველოს ჰიმნი, რამაც სტუმრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.🫶🏻🇫🇷🇬🇪

აღნიშნეს, რომ მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ფრანგული ენის პოპულარიზაციისა და ცოდნის გაღრმავების თვალსაზრისით.

სტუმრებმა პირობა მისცეს ბავშვებს, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება ეს ურთიერთობა და თანადგომა გამოგვიცხადეს.🇬🇪🇫🇷🫶🏻❤️🤍