277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_310

ქართული სახარება-პალიმფსესტი „UNESCO“-ს რეესტრში

2017 წლის 6 დეკემბერს სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლეები საქართველოს სახელმწიფო ეროვნულმა არქივმა მიიწვია მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც მიეძღვანა ქართული სახარება-პალიმფსესტის UNESCO -ს მიერ მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობად აღიარების ფაქტს.ხელნაწერი იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოიფინა. ღონისძიება გახსნეს იუსტიციის მინისტრმა ქალბატონმა თეა წულუკიანმა და საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ. ეროვნულ არქივში მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდა ხელოვნების მასწავლებელი ქეთევან მაისურაძე.