კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

Screenshot
image00001
Untitlederer
605110731_885974837283447_4720933843484937573_n
image00004
601339104_880714467809484_6987369474849657019_n

ღია გავკვეთილი მე-10 კლასში

სკოლა პოლიგლოტის მე-10 კლასში ჩატარდა ღია ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და სამოქალაქო განათლებაში თემაზე: იაკობ ხუცესის “შუშანიკის წამება” და ქალთა უფლებები მეხუთე საუკუნის საქართველოში – ადამიანის უფლებების ევოლუცია.

გაკვეთილის მიზანი იყო ჰაგიოგრაფიული მოთხრობის იმ ადგილების გამოკვეთა, რომლებშიც ასახულია ვარსქენ პიტიახშის დამოკიდებულება დედოფლისადმი, გაანალიზება იმისა, თუ როგორი იყო ქალთა უფლებები მეხუთე საუკუნის საქართველოში და მსჯელობა ადამიანის უფლებების ევოლუციაზე.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ თეონა დიასამიძეს და სამოქალაქო განათლების მასწავლებელ, ხატია ჭილავას ასეთი შესანიშნავი გაკვეთილის ჩატარებისათვის .