სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-2 -ა კლასში ოლიკო ხოკრიშვილმა ჩაატარა ღია-საჩვენებელი გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილის თემა იყო იაკობ გოგებაშვილის ,,ხეების ბაასი“. გაკვეთილი იყო საინტერესოდ დაგეგმილი, მასწავლებელმა გამოიყენა ინოვაციური სწავლების მეთოდები , ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული და მასალის ცოდნასთან ერთად გამოავლინეს დიდი სიყვარული მშობლიური ენისადმი. გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები და ასევე სხვა პედაგოგებიც.