კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00004
502630534_728782083002724_3138813409065861417_n
Screenshot
502884895_728046536409612_6762161430430169064_n
502598313_728043346409931_8139315258568382888_n
503491056_728039946410271_5220655071823977678_n

ღია გაკვეთილი თემაზე: ,, „როგორ იხსნა ჯოვანინომ თავისი ქვეყანა“

სკოლა პოლიგლოტის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო ოქრუაშვილმა მე-4 (ბ) კლასში ჩაატარა სამფაზიან კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტივისტულ მოდელზე აგებული ღია გაკვეთილი, თემაზე: ,, „როგორ იხსნა ჯოვანინომ თავისი ქვეყანა“.

მოსწავლეები გაეცნენ უცნობ ავტორებს, მოსინჯეს კითხვის სტრატეგია „ჰკითხე ავტორს“, რომლის ფარგლებშიც მოიფიქრეს და დაუსვეს სხვადასხვა საინტერესო შეკითხვა ავტორს.

განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჯგუფური აქტივობის ნაწილი. მოსწავლეებმა მოირგეს კრიტიკოსების, ჟურნალისტების, მხატვრებისა და მსახიობების როლი, ტექსტი წარმოადგინეს „მკითხველთა თეატრის“ ტექნიკით.

მადლობა ქალბატონ ნინოს ასეთი საინტერესო გაკვეთილისათვის.