კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ჭაში ჩავარდნილის იგავი’’

სკოლა პოლიგლოტის მე-5(ა) კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა სოფიო დვალიშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ჭაში ჩავარდნილის იგავი’’.

მოსწავლეებმა გაიხსენეს ქართული ლიტერატურის პერიოდები, ისაუბრეს ძველი ქართული ლიტერატურის ძირითად მახასიათებლებზე. ერთად განმარტეს იუმორისა და ირონიის მნიშვნელობა და განიხილეს კონკრეტული მაგალითები. აგრეთვე, გაიცნეს ნაწყვეტი შოთა რუსთაველის პოემიდან და შეკრიბეს სიტყვათა ფორმები, რომლებიც უცხოა თანამედროვე სალიტერატურო ენისათვის.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფიო დვალიშვილს ასეთი საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.