სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ბ) კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა , მანანა ჭანტურიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: “ბალახის სიმღერა” და “მცენარის ძირითადი ორგანოები, აგებულება და მნიშვნელობა”.
მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი, იმსჯელეს ტექსტის შინაარსსა და მთავარ სათქმელზე. შეასრულეს ჯგუფური სამუშაო, დაახასიათეს მცენარეები, ისაუბრეს მათ მნიშვნელობაზე ჩვენს სამყაროში.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მანანა ჭანტურიძეს ასეთი საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.