სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ა) კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მაკა წურწუმიამ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე ,,სამშობლო’’, ,,ქართლის პირველი მეფე ფარნავაზი’’.
გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური პრეზენტაციები, შეადგინეს სარეკლამო ბუკლეტები, იმოგზაურეს საქართველოს კუთხეებში, გაგვაცნეს ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი ისტორიული ღირებულებები. მასწავლებელთან ერთად კიდევ ერთხელ გაეცნენ ქართლის პირველი მეფის ფარნავაზის როლს, ქართული ენის წარმოშობასა და განვითარებაში.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაკა წურწუმიას ასეთი საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.




