277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_78

ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

2015 წლის 22 აპრილს მე-8 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ანა ჯავახიშვილმა ჩაატარა გაკვეთილი ინტერაქტიური მეთოდების გამოყენებით, თემაზე: „ბრბოს ფსიქოლოგია – ლიტერატურული პარალელები“. გაკვეთილის ორგანიზების ფორმა იყო ჯგუფური. მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია, რომლის ირგვლივაც გაიმართა დისკუსია. გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალი აქტივობით, მასწავლებელმა გამოიყენა შეფასების სხვადასხვა ფორმა: განმსაზღვრელი, განმავითარებელი და თვითშეფასება.