სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ა) კლასში თამარ რიჟამაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი ქართულ ენაში.
გაკვეთილის თემა იყო ზმნა, ზმნის უღლება. კითხვა-პასუხის, მსჯელობის, ინდივიდუალური და წყვილებში მუშაობის საშუალებით მოსწავლეებმა გააცნობიერეს რა არის ზმნა და რას ნიშნავს ზმნის უღლება. დააკვირდნენ და აღმოაჩინეს პირის ნაცვალსახელისა და ზმნის კავშირი.
გაკვეთილის ბოლოს კი, ფერად ფურცლებზე მოცემულ წინადადებებში აღმოაჩინეს ზმნები და დაასკვნეს, რომ ზმნა წინადადების ხერხემალია.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ რიჟამაძეს ასეთი საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.