კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(1)
att
att
att
d948ee65-4d7a-4b6b-947f-20fa5468f1b1
att

ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში✨

მეხუთე კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მელანო ჩოკორაიამ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: იაკობ გოგებაშვილის ,,იავნანამ რა ჰქმნა“ . მოსწავლეებმა კარგად გაიაზრეს ტექსტში გამოყენებული კონკრეტული ერთეულების მნიშვნელობა, განიმტკიცეს ტექსტის შინაარსი და იმსჯელეს დეტალების ხელოვნებაზე. მასწავლებელმა გამოავლინა საგნის ღრმა ცოდნა, გამოიყენა ორგანიზების როგორც საერთო – საკლასო , ასევე ჯგუფური მუშაობის ფორმები. სხვადასხვა აქტივობითა და ინტერაქტიური მეთოდით დააფიქრა მოსწავლეები მუსიკის , კერძოდ, იავნანას ძალასა და გავლენაზე ადამიანის ცხოვრებაში. დიდი მადლობა მელანო ჩოკორაიას პროფესიონალიზმის, საქმის ერთგულებისა და საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.