კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

dd44b5da-41b8-42ed-bb20-0ef6e190f671
6366b705-fc87-45cb-923f-d5ffe9f97d4f
att
42bd4ff9-c647-4c6a-b5c8-c7752bc535a6
att(4)
att(7)

ღია-ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ისტორიაში თემაზე: აკაკი წერეთლის ,,თორნიკე ერისთავი“

სკოლა “პოლიგლოტის” მე-7 კლასში ჩატარდა ღია-ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულსა და ისტორიაში თემაზე: აკაკი წერეთლის ,,თორნიკე ერისთავი“- მხატვრული გამონაგონი და ისტორიული სინამდვილე. მოსწავლეებმა გაააქტიურეს წინარე ცოდნა, ისაუბრეს ისტორიული ჟანრის ტექსტების შესახებ, მიმოიხილეს მე-10 საუკუნის საქართველოსა და ბიზანტიის სოციალურ-პოლიტიკური ვითარება, შეაფასეს დავით კურაპალატისა და თორნიკე ერისთავის ღვაწლი, იმუშავეს ჯგუფურად წყაროებზე , ჩაატარეს ლიტერტურული კვლევა და გააკეთეს პრეზენტაციები. მოსწავლეებმა ისაუბრეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სასწაულისა და ათონის ივერთა მონასტრის შესახებ,ნახეს ვიდეორგოლი. გაკვეთილი ჩაატარეს ისტორიის პედაგოგმა თინა დორეულმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ანა ჯავახიშვილმა. დიდი მადლობა მათ ძალიან საინტერესო პროექტისთვის.✨🫶🏻❤️✨🫶🏻❤️✨🫶🏻❤️