კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

Screenshot
image00001
Untitlederer
605110731_885974837283447_4720933843484937573_n
image00004
601339104_880714467809484_6987369474849657019_n

ღია ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: “სიმღერებად ქცეული ლექსები“

20 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტის“ VII კლასში ჩატარდა ღია ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენაში, ისტორიასა და მუსიკაში. გაკვეთილის თემა იყო : “სიმღერებად ქცეული ლექსები“ . პედაგოგებმა გამოიყენეს ინტერაქტიული მეთოდები. მოსწავლეებმა ისაუბრეს ლექსებსა და მათზე შექმნილი სიმღერების ისტორიაზე. მოისმინეს ცნობილი კომპოზიტორების მიერ შექმნილი სიმღერები. გაკვეთილი წარიმართა ამაღლებულ განწყობაზე . მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთიც, რომელშიც განათავსეს ინფორმაცია სიმღერებად ქცეული ლექსების შესახებ. ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თეონა დიასამიძემ, ისტორიის პედაგოგმა ნაზი ზაალიშვილმა და მუსიკის პედაგოგმა ქეთევან ჯეირანაშვილმა. გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი მზია დაუშვილი, დირექტორის მოადგილე ანა ჯავახიშვილი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაკა ტოფაძე.