კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

ღონისძიება “დედაენის მეჯლისი”

სკოლა პოლიგლოტში გაიმართა 1-ლი (გ) კლასის გამოსაშვები ღონისძიება “დედაენის მეჯლისი”, რომლის ორგანიზატორიც იყო კლასის დამრიგებელი სოფო მუმლაძე.  

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა:

  • იმღერეს თემატური სიმღერები და შეასრულეს ცეკვები;
  • წაიკითხეს ლექსები;
  • იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებიდან გააცოცხლეს დედაენის გმირები;
  • დადგეს მცირე წარმოდგენები ცნობილი ქართული ზღაპრებიდან და ნაწარმოებებიდან;

სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის პირველი კლასის მასწავლებლებს: სოფო მუმლაძეს, მაკა ტოფაძეს, მარიამ ცაბაძეს და ანი ზაზაშვილს ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის. ასევე მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.