კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

871613021_1079284641766065_6994657774261896488_n
865199729_1679150867146326_1950588875636339853_n
868383421_3657178474454549_5488599386281597960_n
865945013_1142472328300362_1090743230921995887_n
861915520_1138955098652085_4894563336448112800_n
857140344_1142632844851864_3417023831601863918_n

შეხვედრა არაფორმალური განათლების ფარგლებში

არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში სკოლა პოლიგლოტში გაიმართა მორიგი ინტერაქციული და ინოვაციური შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა პროფესორი ცირა ბარბაქაძე.

შეხვედრის თემა იყო:

• „5 რატომ“-ის მეთოდი გენერაციულ AI ჩატბოტებთან კომუნიკაციისას

• QR კოდების გენერირება შემოქმედებითი მიზნებისთვის

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ხელოვნურ ინტელექტთან ეფექტური, გააზრებული და კრიტიკული კომუნიკაციის სწავლება.

პროფესორმა ბარბაქაძემ მონაწილეებს გააცნო „5 რატომ“-ის მეთოდი — ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ანალიტიკური ინსტრუმენტი პრობლემის ძირეული მიზეზების გამოსაკვლევად.

              მეთოდოლოგიის აღწერა: „5 რატომ“-ის მეთოდი

ეს მეთოდი ეფუძნება იაპონური მენეჯმენტის სკოლას და გამოიყენება პრობლემის დიაგნოსტიკისას.  მოსწავლე სვამს მთავარ კითხვას („რატომ მოხდა ეს?“), შემდეგ კი ყოველი პასუხის საფუძველზე ხუთჯერ ზედიზედ ისევ სვამს კითხვას „რატომ?“. ამ მეთოდით ხდება პრობლემის სიღრმისეული გამოკვლევა და ზედაპირული პასუხების არიდება.  ამ სტრატეგიით AI ჩატბოტებთან დიალოგში მოსწავლეები ავითარებენ:

• ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას

• კონტექსტის გაღრმავების უნარს

• და უფრო საფუძვლიანი, ადეკვატური პასუხების მიღების პრაქტიკას.

👉 პრაქტიკულ ნაწილში მოსწავლეებმა ეს ტექნიკა აითვისეს როგორც AI ჩატბოტებთან სიღრმისეული კითხვების დასმის სტრატეგია, ისე საკუთარი აზროვნების დიზაინის ინსტრუმენტი.

📱 QR კოდების გენერირება – შემოქმედებითი ინტერაქცია ციფრულ ტექნოლოგიებთან

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო QR კოდების შექმნის ტექნიკას. მოსწავლეებმა პრაქტიკულად ისწავლეს, როგორ:

• შექმნან QR კოდები სხვადასხვა ტიპის ინფორმაციისთვის (ტექსტი, ბმული, ციფრული ჩანაწერი)

• გამოიყენონ ისინი საკუთარი სწრაფი იდეების, პრეზენტაციების, ან შემოქმედებითი ნამუშევრების გასაზიარებლად.

შედეგად, თითოეულმა მონაწილემ დამოუკიდებლად შექმნა არაერთი QR კოდი.

შეხვედრა იყო ინფორმაციული და შთამაგონებელი გამოცდილება, სადაც AI ტექნოლოგია გადაიქცა მოსწავლეთა შემოქმედებით პარტნიორად.

ეს ერთდროულად იყო განათლება, პრაქტიკა და მომავლის უნარების განვითარება. სკოლის დირექტორი, ქალბატონი მზია დაუშვილი, ჩართული იყო ამ შეხვედრაში და მოსწავლეებს სტიმულს აძლევდა თავისი აქტიურობით.

სკოლა პოლიგლოტი ქმნის ცოდნას, რომელიც, თავის მხრივ, ქმნის წარმატებულ მომავალს!