კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(19)
3b2cfb4d-b181-46c4-ad86-71b8ca413c03
image00011
image00013
image00013
att

შეხვედრა თემაზე: „ცნობიერი, არაცნობიერი და AI“

სკოლა პოლიგლოტში გაიმართა პროფესორ ცირა ბარბაქაძის შეხვედრა თემაზე: „ცნობიერი, არაცნობიერი და AI“

სასწავლო სივრცე დროებით გადაიქცა ლაბორატორიად, სადაც მოსწავლეები ცნობიერების ფენებში მოგზაურობდნენ.

შეხვედრის ძირითადი თემატიკა:

🔹როგორ მუშაობს ცნობიერი და არაცნობიერი აზროვნება;

🔹როგორ აისახება ეს პროცესები ენობრივ არჩევანზე;

🔹როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ AI, როგორც სარკე და სიმბოლური ინტერპრეტატორი შინაგანი სამყაროს უკეთ გასაგებად.

ინოვაციური სავარჯიშო: მოსწავლეებმა შეასრულეს ლექსიკური ექსპერიმენტი, რომელიც მოიცავდა ორ საფეხურს:

ლოგიკური ინტერპრეტაცია – თითოეულმა მონაწილემ აირჩია სიტყვა და დაახასიათა რაციონალური, სემანტიკური კავშირის მიხედვით. მაგალითად, სიტყვა „ფანჯარა“ ასოცირდებოდა „მინასთან“, „შენობასთან“, „სინათლესთან“.

ინტუიციური ასოციაცია – იგივე სიტყვაზე მოსწავლეებმა დაამატეს ინტუიციური, სპონტანური, პოეტური და არაცნობიერი ასოციაციები: „ფანჯარა = სუნთქვა“, „გაქცევა“, „სიზმარი“, „შუქის ჭრილი“.

მიღებული ასოციაციები ერთმანეთს შეადარეს. ამან მათ დაანახა, თუ როგორ მუშაობს ცნობიერის და არაცნობიერის ენობრივი სისტემა და როგორ შემოაქვს ინტუიციას აზროვნების დიზაინში ახალი პერსპექტივა.

სიზმრების დიალოგი AI-თან: შეხვედრის ერთ-ერთი შთამბეჭდავი მომენტი იყო მოსწავლეების მიერ თავიანთი სიზმრების გაზიარება ხელოვნურ ინტელექტთან. ჩატბოტმა მოსწავლეებს თითოეული სიზმრის სიმბოლური განმარტება შესთავაზა, რაც მოულოდნელად საკმაოდ სიღრმისეული აღმოჩნდა.

ეს პროცესი ძალიან კრეატიული აღმოჩნდა — AI ჩაერთო როგორც ინტერპრეტატორი და მეგზური თვითშემეცნების გზაზე. მოსწავლეებმა დაიწყეს ფიქრი საკუთარ შინაგან სამყაროზე, ემოციებზე და წარმოსახვაზე ახალი პერსპექტივიდან.

შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ ენის მუშაობის ფენომენოლოგიას, განივითარეს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, და, რაც ყველაზე მთავარია — იგრძნეს, რომ კომუნიკაცია ხელოვნურ ინტელექტთან შეიძლება იყოს არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ ღრმა და ჰუმანური პროცესი.