კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

686467128_986837773863819_2151808826533718762_n
684499731_986836650530598_2735331327655935827_n
681075798_986835533864043_4710128075344152214_n
684860585_987028130511450_6071909570143429841_n
686342263_986833250530938_5115261819930127089_n
678371152_981843694363227_5726379582289471834_n

შეხვედრა მამა გურამ ოთხოზორიასთან

სკოლა ,,პოლიგლოტში“ დღეს განსაკუთრებული , ემოციური და მნიშვნელოვანი დღე იყო. საგანგებოდ, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულის  აღსანიშნავად , ლიტერატურულიკლუბის ხელმძღვანელის, დიკა სალაყაიას, ინიციტივით შედგა შეხვედრა  მამა გურამოთხოზორიასთან. შეხვედრაზე მე-10 კლასის მოსწავლეებმა- ელდინო ჯინჭარაძემ, მარიამბაციკაძემ და ნინი ადამიამ, გააკეთეს პრეზენტაცია შოთა რუსთაველის,,ვეფხისტყაოსნის“შესახებ  და გაუზიარეს საპატიო სტუმარს თავიანთი შთაბეჭდილებებიქართველებისათვის უძვირფასესი წიგნის, წიგნთა წიგნის, მეორე სახარებად წოდებული,შოთას ,,ვეფხისტყაოსნის“ შესახებ.  მოსწავლეები საგანგებოდ მოემზადნენ ამ დღისათვის, სააქტო დარბაზი გაფორმებული იყო ბავშვების მიერ შესრულებული ხელნაწერების ნიმუშებით, აქვე გამოფენილი იყო სკოლა ,,პოლიგლოტის“ ბიბლიოთეკის ,,ვეფხისტყაოსნების“ უნიკალურიკოლექცია.    მამა გურამმა ჩაუტარა მოსწავლეებს ლექცია, ესაუბრა  შოთა რუსთაველის,,ვეფხისტყაოსნის“ საიდუმლოებებსა და ზოგადსაკაცობრიოდ მნიშვნელოვან   თემებზე. მოძღვარმა დალოცა ჩვენი მოსწავლეები , სკოლას უსურვა წარმატებები და ბედნიერიმომავალი. მადლობა სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორს, ქალბატონ მზია დაუშვილს ამშესანიშნავი საღამოს ორგანიზებისთვის, ქალბატონ დიკა სალაყაიას  ამ პროექტის სულისჩადგმისა და მოწყობისათვის , ქართული ენის პედაგოგს ანა ჯავახიშვილს მოსწავლეებისმომზადებასა და საინტერესო პრეზენტაციისათვის.