კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

871613021_1079284641766065_6994657774261896488_n
865199729_1679150867146326_1950588875636339853_n
868383421_3657178474454549_5488599386281597960_n
865945013_1142472328300362_1090743230921995887_n
861915520_1138955098652085_4894563336448112800_n
857140344_1142632844851864_3417023831601863918_n

შიდა დაკვირვების საჩვენებელი გაკვეთილი ხელოვნებაში

2019 წლის 21 ნოემბერს დაწყებითი კლასის მასწავლებელმა სოფიო ლიჩელმა ჩაატარა შიდა დაკვირვების საჩვენებელი გაკვეთილი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში . ქალბატონმა სოფიომ გაკვეთილი ჩაატარა მე-6 კლასში , თემაზე: ,, ათენი“. გაკვეთილს ესწრებოდა სკოლა ,,პოლიგლოტის“ მასწავლებელთა კარიერული წინსვლის შეფასების ჯგუფი. მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში, გააკეთეს პრეზენტაციები, დახატეს , შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოები, გაკვეთილი იყო საინტერესო, გეგმის მიხედვით წარიმართა , მასწავლებელმა მრავალი აქტივობით მიაღწია მიზნით გათვალისწინებულ შედეგს. მოსწავლეებმა გამოავლინეს საგნის სიყვარული , სისხარტე და ნიჭიერება, ხოლო მასწავლებელმა – პროფესიონალიზმი. მასწავლებელმა წარმოადგინა ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია, შეფასების ჯგუფმა გაკვეთილი დადებითად შეაფასა.