კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

559833326_829385439609054_4757032051803268650_n
562379411_825767989970799_5822693409215487653_n
561087279_824460610101537_3548071344682186546_n
1
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
526644455_771154618765470_3102988555932484942_n

წიგნის პრეზენტაცია “პოლიგლოტში”

სკოლა ,,პოლიგლოტი“ თანამშრომლობს თბილისის  ივ. ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ საბავშვო უნივერსიტეტთან, ეკოკლუბთან, ნორჩ ჰუმანიტართა  სკოლასთან. მოსწავლეები ესწრებიან უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ლექციებს და მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში. 2017 წლის 15 თებერვალს სკოლას ესტუმრა უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი დვალაშვილი. მან გააკეთა თავისი ახალი წიგნის ,, საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ პრეზენტაცია. ბატონი გიორგი ,,პოლიგლოტის „ ხშირი სტუმარია. მასთან ერთად ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა იმოგზაურეს  ტაო-კლარჯეთში, შეისწავლეს იმერეთის გეომორფოლოგიური  მდგომარეობა, დალაშქრეს მსოფლიოში უნიკალური ცამეტსართულიანი ცუცხვათის მღვიმე, მოისმინეს ბატონი გიორგი დვალაშვილის ლექცია საქართველოს ღირსშესანიშნაობების შესახებ.

   სკოლა ,,პოლიგლოტი“ მადლობას უხდის ბატონ გიორგი დვალაშვილს სტუმრობისათვის , ულოცავს ახალი წიგნის გამოცემას , უსურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და ულევ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.