გიზიარებთ ჩვენი მოსწავლეების კიდევ ერთ წარმატებას.
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, ჩატარდა თბილისის სასკოლო ლიგა 2024, სადაც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა X და VII კლასის მოსწავლეებმა: გაბრიელ როსტიაშვილმა, ნუცა მთვარელიძემ და ცოტნე მამფორიამ.
პოლიგლოტელებმა ძალიან წარმატებით იასპარეზეს ჩემპიონატზე. განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ ნუცა მთვარელიძის მე-2 ადგილზე გასვლა.
დიდი სიხარულით მივულოცეთ ჩვენს მოსწავლეებს ეს მიღწევები და გადავეცით სიმბოლური პრიზებიც.