კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

“ჭადრაკის სასკოლო ლიგის’’ ფინალი და პოლიგლოტელების დაჯილდოება

თბილისის საკრებულო / Tbilisi City Assembly-ს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია Sports and Youth-ის ინიციატივით, თბილისის მერია / Tbilisi City Hall-ის, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია • Georgian Chess Federation-ის მხარდაჭერით და სპორტის მართვის ასოციაცია-Sports Management Association-ის ორგანიზებით, ,,ჭადრაკის სასკოლო ლიგის’’ ფინალი და დაჯილდოება გაიმართა.

🎯 პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

🏆გამარჯვებული მოსწავლეები საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძე I Giorgi Chakvetadze-მ, საკრებულოს წევრმა Vladimir Bozhadze . ვლადიმერ ბოჟაძე-მ და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ დააჯილდოვეს. გოგონების დაფაზე სკოლა “პოლიგლოტის მე-6 კლასელმა ნუცა მთვარელიძემ საპატიო მეორე ადგილი დაიკავა!!!

პოლიგლოტის გუნდის წარმომადგენელი იყო ჭადრაკის მასწავლებელი ნატალია მესხი. გუნდის წევრები, მეექვსე კლასელები: ცოტნე მამფორია და ნუცა მთვარელიძე. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა ასაკი 12 წელს ზემოთ იყო დებულებით, და ჩვენმა ყველაზე ახალგაზრდა გუნდმა წარმატებით იასპარეზა და საპატიო მეოთხე ადგილი დაისაკუთრა. რამაც სამომავლოდ დიდი სტიმული მოგვცა! 🏆