სკოლა „პოლიგლოტის“ ჭადრაკის წრის პირველკლასელების ჯგუფში, ნატალია მესხმა, ჩაატარა სასწავლო წლის შემაჯამებელი ფესტივალი.
თითოეული მონაწილე ცდილობდა დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება შედეგში აესახა. იგრძნობოდა თამაშისადმი დიდი ინტერესი და სიყვარული. ჭადრაკი ხომ აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, როგორებიცაა: ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება და სხვა. ეს კი პირდაპირ კავშირშია მათემატიკისა და სხვა საგნების სტანდარტებით განსაზღვრულ კომპეტენციებთან.
საბოლოო სპორტული შედეგების მიუხედავად, ფესტივალის თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა მედლებით, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. ასე დასრულდა კიდევ ერთი შინაარსიანი და ბედნიერი დღე ჭადრაკის წრისთვის და სკოლა „პოლიგლოტში“.