277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
news_496

„ჭადრაკი სკოლაში

სკოლა „პოლიგლოტი“ დისტანციური სწავლების პერიოდში სარგებლობს მსოფლიო ჩემპიონ გარი კასპაროვის პროგრამით „ჭადრაკი სკოლაში“, რომელსაც ხელმძღვანელობს სპორტის მასწავლებელი ნატალია მესხი . ამ უნიკალური პროგრამის საშუალებით მოსწავლეები ხსნიან ამოცანებს , მსჯელობენ და მათ უვითარდებათ ლოგიკური აზროვნების უნარი. პროგრამას აქვს საშუალება დაადგინოს კლასის მიღწევის კოეფიციენტი და გამოავლინოს გამარჯვებული, რაც მოსწავლეებისათვის არის მოტივაციის ამაღლების საუკეთესო საშუალება.