კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

image00011
image00004
ენების ევროპული დღე
Screenshot
ახალი 2026-2027 სასწავლო წელი
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
Untitled
759400084_1548071360111170_7714961825722844412_n

ხატვის წრე ,,პოლიგლოტში“

სკოლა ,,პოლიგლოტში“ ფუნქციონირებს ხატვის წრე-,,sfumato”, რომელსაც ხელმძღვანელობს გამოყენებითი ხელოვნებისა და ხატვის მასწავლებელი სოფიო ლიჩელი. წრის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, მრავალმხრივი შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენა, განვითარება და ხელშეწყობა. წრის გაკვეთილებზე მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად აირჩიონ კონკრეტული ხერხი, სამუშაო მასალა, თემა, სიუჟეტი და ა.შ. , რაც მნიშვნელოვანია მათი შემოქმედებითი თვითგამოხატვის, თვითრეალიზაციის, თვითაქტუალიზაციისთვის. მოსწავლეები უკეთ შეისწავლიან ფერწერას, გრაფიკას, იმუშავებენ სხვადსხვა ტექნიკასა და ჟანრში. შეისწავლიან ქართველ და უცხოელ მხატვართა შემოქმედებას. მონაწილეობას მიიღებენ როგორც სასკოლო, ისე საქალაქო და საერთაშორისო გამოფენებსა და ღონისძიებებში. ჩართულები იქნებიან სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში.