სკოლა “პოლიგლოტის” 1-ლი (გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან სოფო მუმლაძესთან ერთად იმყოფებოდნენ დედის დღისადმი მიძღვნილ ექსკურსიაზე სოციალურ საწარმო “კოდალაში”. მათ წარმატებით გაიარეს მასტერკლასი “ნორჩი ოსტატი” და დაეუფლნენ ხის ეკო სათამაშოების შექმნის ტექნიკას. დაამზადეს ულამაზესი ხის ნაკეთობები.
პატარები ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულები მუშაობის პროცესში და დიდი სიყვარულით დაუმზადეს დედებს საჩუქრები.