კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

29937c98-9c9b-4ae5-b84a-15a3b230c092
image00001
513917584_743701731510759_1912240171572954828_n
513309756_743559901524942_363703278428546158_n
513631045_742895381591394_2082076973398199342_n
506974498_742054401675492_9095122671388516972_n

Untitled

სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლეები გახდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების მიერ ჩატარებული ვიქტორინა-თამაშის გამარჯვებულები. ვიქტორინის თემა იყო: საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა”.

24-25 მაისს საქართველოს ეროვნულ არქივში ჩატარდა ვიქტორინა. მასში მონაწილეობდნენ თბილისის ოცამდე სკოლის მოსწავლეები. “პოლიგლოტელებმა” მოიპოვეს მე-2 ადგილი და დაჯილდოვდნენ მე-2 ხარისხის დიპლომებით, ვერცხლის მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით. ასევე, სკოლა “პოლიგლოტის” მე-10 კლასის მოსწავლეს თამთა ნოზაძეს მიენიჭა ვიქტორინაში მოთამაშე “საუკეთესო მოსწავლის” სახელი, გადაეცა ოქროს მედალი და I ხარისხის დიპლომი.

გამარჯვებულებს პრიზები გადასცა საქართველო იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბატონმა მიხეილ სარჯველაძემ.

სკოლა “პოლიგლოტი” ულოცავს გამარჯვებას ვიქტორინის მონაწილეებს: თამთა ნოზაძეს, მეგი რევიშვილს, ლუკა ფიცხელაურს, თამარ ერაძეს, ანი ბერძენიშვილს, მედეა ყრუაშვილსა და ელენე ბექაურს და უსურვებს მათ შემდგომშიც მრავალ წარმატებას.