7 დეკემბერს, სკოლა ,,პოლიგლოტის“ პედაგოგებისა და ადმინისტრაციის მუშაკებისათვის ჩატარდა ტრენინგი. ტრენინგი დაორგანიზებული იყო შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ლევან სამხარაძის მიერ. ტრენინგს უძღვებოდა ,,ჯეოსეიფთის“ შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტორი ანა სანაძე. სწავლების თემატიკა იყო: შრომის უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები; შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო რეგულაციები და პრინციპები; ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და მოვლა/შენახვის წესები. ტრენინგი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. დიდი მადლობა ქალბატონ ანას ძალიან… Continue reading ტრენინგი თემაზე: შრომის უსაფრთხოების ზოგადი საკითხები
სკოლა ,,პოლიგლოტის“ IIა კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ თბილისის ,,ციფრულ სივრცეში”. მოსწავლეებმა იმოგზაურეს ისტორიულ ადგილებში და დაათვალიერეს წყალქვეშა სამყარო, ნახეს ისტორიულ მოვლენებზე აგებული ფილმი ,,ბაზალეთის ტბა”, რომელშიც ასახულია თამარ მეფის ეპოქა, აუდიო-ვიზუალური ინსტალაციებით და სპეცეფექტებით, მოსწავლეები ემოციებს ვერ მალავდნენ, მათ ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ. დიდი მადლობა კლასის დამრიგებელ მაკა ტოფაძეს საინტერესო აქტივობისთვის და მშობლებს მხარდაჭერისთვის.
სკოლა ,,პოლიგლოტში“ ოლიმპიური სისტემით ჩატარდა შიდა სასკოლო ტურნირი ჭადრაკში. შეჯიბრი ჩაატარეს ფიდეს მსაჯებმა, სკოლა ,,პოლიგლოტის“ ჭადრაკის პედაგოგებმა ინგა ხურცილავამ და სოფიო ტყეშელაშვილმა. ტურნირის I ადგილის გამარჯვებული გახდა ნუცა მთვარელიძე, II ადგილზე გავიდა ცოტნე მამფორია, ხოლო III ადგილი დაიკავა გაბრიელ როსტიაშვილმა.
2023 წლის 1 დეკემბერს Vlბ კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება თემაზე: ,,კახეთო – ჩემო კახეთო“. ღონისძიება დაიგეგმა კახეთის ისტორიულ ეთნოგრაფიული მხარის შესწავლის შემდეგ. ბავშვებმა ლექსები სიმღერები და ცეკვები მიუძღვნეს საქართველოს ამ ულამაზეს მხარეს. ღონისძიების ორგანიზატორი იყი კლასის დამრიგებელი ქალბატონი ნაზი ზაალიშვილი, რომელსაც ვუხდით დიდ მადლობას ამ საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიებისათვის.
არაფორმალური განათლების ფარგლებში სკოლა პოლიგლოტი • School Polygloti-ში ჩატარდა პროფესორ ცირა ბარბაქაძის მასტერკლასი შემოქმედებითი უნარების გასააქტიურებლად. მონაწილეები ხალისით ჩაერთვნენ აქტივობაში: “შემთხვევითი სიტყვების კავშირი”. მონაწილეები იღებენ ბარათებს ორი სხვადასხვა შემთხვევითი სიტყვით და ცდილობენ მათ შორის საერთოს პოვნას. შემთხვევით სიტყვებს შორის საერთოს აღმოჩენა – საინტერესო ძიებების წყარო აღმოჩნდა და მოსწავლეებმა დაუსაზღვრავი ფანტაზია გამოავლინეს. მოსწავლეებს არც მასწავლებლები ჩამორჩნენ.… Continue reading ,,შემთხვევითი სიტყვების კავშირი”
სკოლა „პოლიგლოტის“ VIა და VIბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ძალიან საინტერესო სოციალური პროექტი თემაზე: „Save Animals, Save the Earth“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში გადაშენების პირას მყოფი ცხოველების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ჩაერთნენ სხვადასხვა პრაქტიკულ აქტივობაში, როგორიცაა: ზოოპარკის ინფო-ტურში მონაწილეობა, ზოოპარკის ვიზიტორებისა და თანამშრომლების გამოკითხვა, საქართველოს მასშტაბით წითელ ნუსხაში შეყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციული ბუკლეტებისა… Continue reading სოციალური პროექტი
სკოლა ,,პოლიგლოტის“ IIIა და IIIბ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ხელოვნების სასახლეს, სადაც დაესწრნენ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტს: ” ქართული ანიმაცია – ჯადოსნური სამყარო”. მოსწავლეები გაეცნენ სასახლის ისტორიას, მოისმინეს ანიმაციის შექმნის ისტორია და თავადაც შექმნეს ნახატები ცნობილი ანიმაციებიდან. ექსკურსია იყო საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო. დიდი მადლობა კლასის დამრიგებლებს თამარ რიჟამაძეს და ანა ნიჟარაძეს საინტერესო პროექტისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.
სკოლა ,,პოლიგლოტში“ მათემატიკის მასწავლებლებმა თამარ რიჟამაძემ და ნათია ქანთარიამ III კლასის მოსწავლეებთან ჩაატარეს შეჯიბრი ,,ლოგიკური თამაშები”. ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით: მარტივი მოქმედებებით, ლოგიკური ამოცანებითა და კაპიტნების შეჯიბრით. სულ შვიდი გუნდი მონაწილეობდა. პირველ ადგილზე გავიდა ,,ნიკე”, მეორე ადგილზე – ,,სუპერ მათემატიკოსები”, ხოლო მესამე ადგილი ხვდა წილად ჯგუფს – ,,სუპერ ჭკვიანები”. დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს ნათია… Continue reading შეჯიბრი ,,ლოგიკური თამაშები”
სკოლა “პოლიგლოტის” 1ა, 1ბ და 1გ კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ თბილისის ,,ციფრულ სივრცეში.” ბავშვებმა იმოგზაურეს პლანეტებისა და გალაქტიკის სამყაროში, დაათვალიერეს წყალქვეშა სამყარო და ნახეს შეუდარებელი ფილმი ,,ბაზალეთის ტბა”, რომელშიც მოთხრობილია ამბავი თამარ მეფის ეპოქიდან დღემდე. დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, ბავშვები დიდი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სკოლაში. დიდი მადლობა კლასის დამრიგებლებს: ნონა წამალაშვილს, ეკა ჩიტრეკაშვილს, სოფო მუმლაძეს… Continue reading პირველკლასელები სტუმრად ციფრულ მუზეუმში
22 ნოემბერს, სკოლა ,,პოლიგლოტის“ IIIა კლასის მოსწავლეებმა შესანიშნავი საშემოდგომო სპექტაკლი წარმოგვიდგინეს სახელწოდებით: ,,ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ…“ ულამაზეს ფორმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა, შესანიშნავი სასცენო ოსტატობით, თემატური ლექსები და სიმღერები შემოგვთავაზეს. სპექტაკლი გაჯერებული იყო მეგობრობისა და თანადგომის იდეით, რომელიც გადმოცემული იყო წელიწადის თორმეტი თვის ერთობით. დიდი მადლობა კლასის დამრიგებელ თამარ რიჟამაძეს ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი სპექტაკლისათვის.
სკოლა ,,პოლიგლოტის“ ,,ისტორიის მკვლევართა და მემატიანეთა“ კლუბის წევრები, ისტორიის მასწავლებელ თინათინ დორეულთან და ,,ეკოკლუბის“ წევრები გეოგრაფიის მასწავლებელ ნინო წამალაშვილთან ერთად, იმყოფებოდნენ ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. მოსწავლეებმა მოინახულეს ანჩისხატის, მეტეხის, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრები და ნარიყალას ციხე-სიმაგრე. გაიხსენეს და ისაუბრეს მათთან დაკავშირებული ისტორიები. ბავშვებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ძველი თბილისის ქუჩების ურბანულ განაშენიანებასა და თბილისის, როგორც ტურისტული… Continue reading გასეირნება ძველ თბილისში
სკოლა ,,პოლიგლოტის“ VI ბ კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელ ნაზი ზაალიშვილთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში. მოსწავლეებმა მოინახულეს საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი საცხოვრებელი: დარბაზული, ბანიანი, ოდა, მოწნული და ქვითკირის სახლები და დამხმარე ნაგებობები. კიდევ ერთხელ გაეცნენ სამეურნეო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთების ისტორიას. ბევრი ისეირნეს და დღე პიკნიკით დაასრულეს. ექსკურსია იყო საინტერესო, შემეცნებითი და ამავე… Continue reading VIბ კლასი სტუმრად ეთნოგრაფიულ მუზეუმში
VIა კლასის მოსწავლეები ბუნების მასწავლებელ ნინო წამალაშვილთან და კლასის დამრიგებელ მელანო ჩოკორაიასთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გასართობ-შემეცნებით პროგრამაზე, რომელიც დატვირთული იყო სასწავლო თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებით. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა შემეცნებით აქტივობაში: მცენარეთა დარგვაში და არტთერაპიულ სავარჯიშოებში. დიდი მადლობა ქალბატონებს ნინო წამალაშვილსა და მელანო ჩოკორაიას საინტერესო აქტივობისთვის.
სკოლა ,,პოლიგლოტის“ ,,ისტორიის მკვლევართა და მემატიანეთა“კლუბის წევრებმა ისტორიის პედაგოგ თინათინ დორეულთან ერთად მოინახულეს ქართველი მოქანდაკის ზურაბ წერეთლის მონუმენტი – ,,საქართველოს მატიანე “. კლუბის წევრები გაეცვნენ ყეენის მთაზე აღმართულ მონუმენტზე სხვადასხვა ისტორიული და რელიგიური მოვლენის ამსახველ სცენებს. გაიხსენეს ქართველი მეფეები , ისაუბრეს მათ როლსა და დამსახურებაზე ქვეყნის ისტორიაში. დაგეგმეს კონფერენცია თემაზე ,,ერეკლე მეორე“. კლუბის ხელმძღვანელმა და… Continue reading ისტორიის მკვლევართა და მემატიანეთა კლუბი
სკოლა ,,პოლიგლოტმა“ ,, ვენდისის“ ფასიანი ვაუჩერებით წაახალისა სკოლაში ჩატარებული ღონისძიების ,,რა? სად? როდის?“ სამი ფინალისტი გუნდი. ამ ინიციატივის ფარგლებში ბავშვები იმყოფებოდნენ მსოფლიოში უდიდეს ,,ვენდისში“ ვიქტორი დოლიძის ქუჩაზე მათ თან ახლდათ პროექტის ორგანიზატორი და მათემატიკის მასწავლებელი ზურა შუბითიძე და ასევე გეოგრაფიის მასწავლებელი და მე-11 კლასის დამრიგებელი ნინო წამალაშვილი. ბავშვებმა არაჩვეულებრივი დრო გაატარეს ,,ვენდის” გასართობ ზონაში, დააგემოვნეს… Continue reading სტუმრად ,,ვენდისში”