სიახლეები

ჩემპიონატი მინი ფეხბურთში

დაიწყო საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი ფეხბურთში ჩატარდა შიდა რაიონული შეჯიბრების პირველი ტური, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თბილისის მასშტაბით სხვადასხვა სკოლის გუნდები. პირველი შესარჩევი შეხვედრა სკოლა ,,პოლიგლოტის” გუნდმა გამართა სკოლა ,,პროგრესთან“. შეხვედრა დასრულდა სკოლა ,,პოლიგლოტის“ გამარჯვებით 7-1. სკოლა ,,პოლიგლოტი“ ულოცავს გამარჯვებას მინი ფეხბურთის გუნდის წევრებს და დიდ მადლობას უხდის სპორტის მასწავლებელს ნიკოლოზ ქოთუაშვილს.

სრულად ნახვა

გილოცავთ!

სკოლა ,,პოლიგლოტი” ულოცავს საქართველოს მთავრობას და მოსახლეობას ამ დიდ, ისტორიულ გამარჯვებას!

სრულად ნახვა

რა? სად? როდის?

სკოლა ,,პოლიგლოტში“ ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად?როდის? “ შემოდგომის სეზონი. თამაშში მონაწილეობდნენ VIII-IX-X-XI კლასების გუნდები. თამაში ჩატარდა სამ რაუნდად მეგობრულ გარემოში. სპეციალურმა ჟიურიმ სკოლის დირექტორის, ქალბატონი მზია დაუშვილის, გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გუნდები დაასაჩუქრა პირველი,მეორე და მესამე ხარისხის დიპლომებით, ასევე პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა თამაშის სიმბოლო ულამაზესი ოქროსფერი ,, ბუ “ , რომელიც იქნება გარდამავალი პრიზი… Continue reading რა? სად? როდის?

სრულად ნახვა

პროფესორ ცირა ბარბაქაძის ლექცია

7 ნოემბერს სკოლა პოლიგლოტი • School Polygloti-ში, არაფორმალური განათლების ფარგლებში ჩატარდა პროფესორ ცირა ბარბაქაძის საჯარო ლექცია: ეფექტური კომუნიკაცია / ციფრული კომუნიკაცია, როგორ შევქმნათ სთორითელინგი. ლექციაზე განხილულ იქნა TED-ის სტილში ამბის თხრობა. 1. შექმენი/აღწერეთ პერსონაჟი 2. დილემა / პრობლემა 3. გამონათება / გარდამტეხი მომენტი 4. პერსონაჟის ტრანსფორმაცია 5. დასკვნა მოსწავლეებმა ნახეს TED-ის სხვადასხვა სპიკერის გამოსვლა და… Continue reading პროფესორ ცირა ბარბაქაძის ლექცია

სრულად ნახვა

ღია გაკვეთილი IX კლასში

ილია ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით მე-9 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა თეონა დიასამიძემ თავისი ჩვეული პროფესიონალიზმითა და კლასის მართვის სტრატეგიების საუკეთესო ფლობით, განიხილა გიორგი შატბერაშვილის მოთხრობა ,,საუკუნო საგზალი”. მოსწავლეებმა ისაუბრეს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებაზე, მის ღვაწლზე და იმ საუკუნოვან საგზალზე, რომელიც მან დაუტოვა მის საყვარელ ქვეყანას. გაკვეთილი წარიმართა ძალიან საინტერესოდ და ინტერაქტიულად.

სრულად ნახვა

XI კლასის ექსკურსია ქვათახევში

სკოლა ,,პოლიგლოტის” მე-11 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე შიდა ქართლში, კერძოდ, მოინახულეს ქვათახევის მონასტერი მშობლებთან და კლასის დამრიგებელ ნინო წამალაშვილთან ერთად. ექსკურსია წარმატებით დასრულდა და მოსწავლეები დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. დიდი მადლობა კლასის დამრიგებელ ნინო წამალაშვილს საინტერესო ექსკურსიისთვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.

სრულად ნახვა

IIIგ კლასი სტუმრად ცირკში

სკოლა ,,პოლიგლოტის” მე-3გ კლასის მოსწავლეები დამრიგებელ გურანდა ხუსკივაძესთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისის ცირკში, რომელსაც სტუმრობს ყაზახეთის სახელმწიფო საცირკო დასი, წარმოდგენით ,,მშვიდობის გუმბათი”. სპექტაკლი იყო ძალიან სახალისო, მრავალი საინტერესო ნომრით. ბავშვები კარგად გაერთნენ და შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.

სრულად ნახვა

IVბ კლასის ექსკურსია ვარიანში

საშემოდგომო შემეცნებით – გასართობ ექსკურსიებს სკოლა ,,პოლიგლოტის” IV ბ კლასიც შეუერთდა. მოსწავლეები დამრიგებელ ნინო ოქრუაშვილთან და მშობლებთან ერთად შიდა ქართლს, სოფელ ვარიანს ესტუმრნენ. მოინახულეს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი, სადაც უკვე ნაცნობ და შესწავლილ მოთხრობებთან დაკავშირებული საგამოფენო სივრცე დაათვალიერეს. ბავშვებმა მეგობრულ პიკნიკზე მშობლებთან და დამრიგებელთან ერთად არაჩვეულებრივი დრო გაატარეს. დიდი მადლობა კლასის დამრიგებელ ნინო ოქრუაშვილს საინტერესო ექსკურსიისათვის… Continue reading IVბ კლასის ექსკურსია ვარიანში

სრულად ნახვა

VIIა კლასის ექსკურსია ყინწვისში

სკოლა ,,პოლიგლოტის” VII ა კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნინო გოგოლაძესთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ ქარელის რაიონში. მოილოცეს ყინწვისის მონასტერი, მამა საბას კოშკი, სარკინეთის მამათა მონასტერი და ორთუბნის დედათა მონასტერი. ექსკურსია ოქროსფერი შემოდგომის ულამაზეს გარემოში საინტერესო და ხალისიანი იყო. ექსკურსიიდან ბავშვები საოცარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. დიდ მადლობას ვუხდით კლასის დამრიგებელ ნინო გოგოლაძეს და მშობლებს აქტიური თანამშრომლობისთვის.

სრულად ნახვა

XII კლასის ექსკურსია კახეთში

სკოლა ,,პოლიგლოტში“ საშემოდგომო, შემეცნებით -გასართობი ექსკურსიები გრძელდება. მე-12 კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელთან, ქალბატონ ლამარა თვალიაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე კახეთში. მათ მოინახულეს და მოილოცეს  ძველი და ახალი შუამთა, გრემი და ნეკრესი. დატკბნენ ოქროსფერი კახეთის  სილამაზით, კარგად გაერთნენ მეგობრულ პიკნიკზე და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. ექსკურსია იყო შთამბეჭდავი და დაუვიწყარი. დიდი მადლობა კლასის დამრიგებელ ლამარა თვალიაშვილს საინტერესო ექსკურსიისთვის.

სრულად ნახვა

VIა კლასის ექსკურსია საგურამოში

VIა კლასის მოსწავლეები დამრიგებელ მელანო ჩოკორაიასთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. მოსწავლეებმა დათვალიერეს მუზეუმი და იქ გამოფენილი ექსპონატები. მოინახულეს ილია ჭავჭავაძის სამუშაო კაბინეტი. ექსკურსიის ფარგლებში VIა კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ჟინვალის წყალსაცავს და მოილოცეს XVI საუკუნის ფეოდალური ხანის ანანურის ციხე. ექსკურსია ძალიან საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეები დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ დედაქალაქში. დიდი მადლობა მელანო… Continue reading VIა კლასის ექსკურსია საგურამოში

სრულად ნახვა

IVა კლასის ექსკურსია ვარიანში

სკოლა ,,პოლიგლოტის” IVა კლასის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ შიდა ქართლში, სოფელ ვარიანში და დაათვალიერეს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი. მოუსმინეს მწერლის ბიოგრაფიას და გაიხსენეს, ილუსტრაციებად გაცოცხლებული, უკვე შესწავლილი ნაწარმოებები. მოსწავლეები ასევე ეწვივნენ კლდეში ნაკვეთ უძველეს ქალაქს – უფლისციხეს. მოისმინეს საინტერესო ისტორიები ქალაქის შექმნისა და იქ მცხოვრები ხალხის წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე. ექსკურსია იყო შემეცნებითი ხასიათის და ბავშვებიც დიდი შთაბეჭდილებებით… Continue reading IVა კლასის ექსკურსია ვარიანში

სრულად ნახვა

სტუმრად ბარამბოს ქარხანაში

2023 წლის 19 ოქტომბერს VIბ კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნაზი ზაალიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ნატახტარში, დუშეთის რაიონში და მოინახულეს მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბარამბოს ქარხანა, რომელიც აწარმოებს ბავშვებისთვის საყვარელ ტკბილეულს. დაესწრნენ სხვადასხვა საინტერესო პროდუქციის დამზადების პროცესს. ექსკურსია მათთვის ძალიან საინტერესო იყო და დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სკოლაში. დიდი მადლობა ბარამბოს ქარხნის ადმინისტრაციას ძალიან საინტერესო მასპინძლობისთვის.

სრულად ნახვა

,,ანბანის შემობრძანება”!

20 ოქტომბერს სკოლა ,,პოლიგლოტის” პირველ კლასელებმა ,,ანბანის შემობრძანება” აღნიშნეს. მოსწავლეებმა შეასრულეს თემატური სიმღერები, წაიკითხეს წინა საანბანო პერიოდში ნასწავლი ლექსები. თავი გამოიჩინეს ცოდნითა და დიდი აქტივობით. დღემ საზეიმოდ ჩაიარა. დიდი მადლობა სამივე პირველი კლასის დამრიგებლებს და ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებლებს მაკა წურწუმიას, სოფო მუმლაძეს, ნინო ოქრუაშვილს, ნონა წამალაშვილს და ეკა ჩიტრეკაშვილს.

სრულად ნახვა

სასკოლო პროექტი ,,მე ცელიაკია მაქვს – გაიგე მეტი ჩემ შესახებ”

ცნობიერების ამაღლების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაცია-ის ორგანიზებით, ,,სცეას” სასკოლო პროექტის ,,მე ცელიაკია მაქვს – გაიგე მეტი ჩემ შესახებ” პოექტის ავტორები და ასოციაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ სკოლა პოლიგლოტს • School Polygloti -კერძოდ, III-ა კლასს. შეხვედრაზე განხილული იყო: 1. რა არის გლუტენი და გლუტენის აუტანლობა? 2.რომელი პროდუქტებია გლუტენის მთავარი წყარო? 3. სად იმალება გლუტენი? 4. შემთხვევით… Continue reading სასკოლო პროექტი ,,მე ცელიაკია მაქვს – გაიგე მეტი ჩემ შესახებ”

სრულად ნახვა