277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

სიახლეები

22 მაისი, 2022

მერვე კლასის ექსკურსია

სკოლა “პოლიგლოტის” მერვე კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის მასწავლებელ თამარ ტეფნაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ბირთვისის ხეობაში. მათ მოინახულესს ულამაზესი ბუნება. ასევე იმყოფებოდნენ გერმანულ სოფელში ელიზაბეტალში და დაათვალიერეს კათოლიკური ეკლესია. ბავშვები დიდი ემოციებით დაბრუნდნენ, დიდი მადლობა მათ პედაგოგს, თამარ ტეფნაძეს. ✨

სრულად ნახვა
22 მაისი, 2022

სკოლა “პოლიგლოტის” პედაგოგებისა და ადმინისტრაციის ექსკურსია

სკოლა “პოლიგლოტის” პედ-კოლექტივი და ადმინისტრაცია იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე სამცხე-ჯავახეთში. მათ მოინახულეს ბერთას სასწაულმოქმედი ტაძარი, ფარავნის ტბა, ფოკის წმ.ნინოს დედათა მონასტერი.  ექსკურსიამ წარმატებით ჩაიარა, ეს იყო ერთ-ერთი ულამაზესი დღე კოლეგებთან ერთად გატარებული.

სრულად ნახვა

ინგლისურენოვანი სპექტაკლი მეოთხე კლასში

დაწყებითი განათლების კათედრაზე ზღაპრის კვირეული დაიწყო. მე-4 -გ კლასის უნიჭიერესმა ბავშვებმა ინგლისური ენის პედაგოგის, სალომე ქერაშვილის , ხელმძღვანელობით წარმოადგინეს ულამაზესი , კოსტიუმირებული სპექტაკლი შარლ პეროს ,,კონკიას“ მიხედვით. პატარებმა ლამაზად მოირგეს როლები და ნამდვილი მსახიობებივით წარდგნენ მაყურებლის წინაშე. მე-4-გ კლასელების ინგლისურენოვანი სპექტაკლის დებიუტი წარმატებით შედგა. დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელს, სალომე ქერაშვილს, დაუღალავი შრომისა და ლამაზი ღონისძიების… Continue reading ინგლისურენოვანი სპექტაკლი მეოთხე კლასში

სრულად ნახვა

ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში✨

მეხუთე კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მელანო ჩოკორაიამ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: იაკობ გოგებაშვილის ,,იავნანამ რა ჰქმნა“ . მოსწავლეებმა კარგად გაიაზრეს ტექსტში გამოყენებული კონკრეტული ერთეულების მნიშვნელობა, განიმტკიცეს ტექსტის შინაარსი და იმსჯელეს დეტალების ხელოვნებაზე. მასწავლებელმა გამოავლინა საგნის ღრმა ცოდნა, გამოიყენა ორგანიზების როგორც საერთო – საკლასო , ასევე ჯგუფური მუშაობის ფორმები. სხვადასხვა აქტივობითა და ინტერაქტიური მეთოდით… Continue reading ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში✨

სრულად ნახვა

პროექტი “ეთნოტური” გრძელდება!

სასკოლო პროექტი ,,ეთნოტური“ გრძელდება

სრულად ნახვა

პოლიგლოტის ვიზიტი სეუში

13 მაისს სკოლა “პოლიგლიტს” უმასპინძლა საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ.✨ ვიზიტის ფარგლებში, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროგრამების, ფინანსური შეთავაზებების, გაცვლითი პროგრამებისა და სხვა მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ. ასევე, სკოლა “პოლიგლოტის”მოსწავლეებს SEU-ს ტექნიკური და სამეწარმეო ლაბორატორიის ხელმძღვანელმა – თეონა ბებიამ ჩაუტარა ტრენინგი „იდეიდან პროდუქტამდე.“

სრულად ნახვა

ღია გაკვეთილი მე-2 კლასში

მე-2 -ბ კლასში ჟუჟუ ბაღდოშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი ქართულ ენაში. მასწავლებელმა გაკვეთილზე შექმნა კეთილგანწყობილი და მხიარული გარემო, უამრავი აქტივობითა და შემეცნებითი თამაშით შესანიშნავად გავიდა შედეგზე. მოსწავლეებმა გამოავლინეს საგნის ღრმა ცოდნა, ხალისით ერთვებოდნენ ნებისმიერ აქტივობაში, უსმენდნენ მსწავლებელს, ზუსტად ასრულებდნენ მასწავლებლის დირექტივებს. დიდი მადლობა ქალბატონ ჟუჟუს საინტერესო და შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის.

სრულად ნახვა

ღია გაკვეთილი ბიოლოგიაში

ბიოლოგიის მასწავლებელმა როზა წიკლაურმა მე-8 კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი ჯანსაღი ცხოვრების წესსა და მნიშვნელობაზე. მოსწავლეებმა ბიოლოგიურად ახსნეს, თუ როგორ ზემოქმედებას ახდენს ენერგეტიკული სასმელები, შოკოლადი, თამბაქო და ალკოჰოლი ადამიანის ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებით გაამახვილეს ყურადღება სწორ კვებაზე, ალკოჰოლისა და თამბაქოს უარყოფით გავლენასა და მიჯაჭვულობაზე. მოზარდებმა თავიანთი ცხოვრების სლოგანად გამოაცხადეს:,,ჯანსაღი სხეული ჯანსაღი გონების პროდუქტია“. გაკვეთილი იყო სანტერესო და ემსახურებოდა… Continue reading ღია გაკვეთილი ბიოლოგიაში

სრულად ნახვა

ვიზიტი შოკოლადის მუზეუმში❤️

დღეს სკოლა პოლიგლოტის მეორე კლასის მოსწავლეები შოკოლადის მუზეუმს ესტუმრნენ.❤️ მათ მოისმინეს საინტერესო ლექცია შოკოლადის დამზადების შესახებ,დაათვლიერეს მუზეუმი და ბოლოს დააგემოვნეს უგემრიელესი ქართული შოკოლადი

სრულად ნახვა

ღია გაკვეთილი ქართულში

ღია გაკვეთილი ქართულში

სრულად ნახვა

ღია გაკვეთილი ქართულში

მე-11 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თეონა დიასამიძემ ჩაატარა ღია საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე: ვაჟა-ფშაველას ,,სტუმარ-მასპინძლის“ მორალურ-ეთიკური პრობლემები. მოსწავლეებმა გაანალიზეს პოემა, იმსჯელეს სტუმარმასპინძლობის ტრადიციაზე, ჰუმნიზმზე, სისხლის აღების წესსა და ვაჟკაცობაზე. გამართეს დისკუსია, გამოხატეს შთაბეჭდილებები ნახატებით და მასწავლებლის მითითებისამებრ გამოკვეთეს პოემიდან საყვარელი ეპიზოდები, ფრაზები და იმსჯელეს მათ ირგვლივ. ქლბატონმა თეონამ გამოავლინა პროფესიონალიზმი, გამოიყენა კლასის მართვის ეფექტური… Continue reading ღია გაკვეთილი ქართულში

სრულად ნახვა

ვიზიტი შოკოლადის მუზეუმში❤️

დღეს სკოლა პოლიგლოტის მეორე კლასის მოსწავლეები შოკოლადის მუზეუმს ესტუმრნენ.❤️ მათ მოისმინეს საინტერესო ლექცია შოკოლადის დამზადების შესახებ,დაათვლიერეს მუზეუმი და ბოლოს დააგემოვნეს უგემრიელესი ქართული შოკოლადი

სრულად ნახვა

ექსკურსია თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში და ცირა ბარბაქაძის მასტერკლასი

სკოლა „პოლიგლოტში“ დასრულდა პროფესორ ცირა ბარბაქაძის ონლაინ-კურსი – რიტორიკა  ციფრულ ეპოქაში (მასტერკლასები). 11 მაისს პროექტის მონაწილე მოსწავლეები ესტუმრნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის  სახლ-მუზეუმს. საინტერესო ექსკურსიის შემდეგ დაჯილდოვდნენ საუკეთესო მსმენელები: დავით თორღვაიძე, ირინე ქურციკიძე, ლიზი ბაკაშვილი, ანასტასია ნასარიძე, ლუკა ფიჩხნარაშვილი, ელიზაბეტ ზურაბიანი, ნანიკო ჯაბანაშვილი, ანა ჩხაპელია. კურსის ფარგლებში მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს დავალებები თემაზე:  • რა არის თავისუფლება –… Continue reading ექსკურსია თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში და ცირა ბარბაქაძის მასტერკლასი

სრულად ნახვა

ექსკურსია თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში და ცირა ბარბაქაძის მასტერკლასი

სკოლა „პოლიგლოტში“ დასრულდა პროფესორ ცირა ბარბაქაძის ონლაინ-კურსი – რიტორიკა  ციფრულ ეპოქაში (მასტერკლასები). 11 მაისს პროექტის მონაწილე მოსწავლეები ესტუმრნენ ნიკოლოზ ბარათაშვილის  სახლ-მუზეუმს. საინტერესო ექსკურსიის შემდეგ დაჯილდოვდნენ საუკეთესო მსმენელები: დავით თორღვაიძე, ირინე ქურციკიძე, ლიზი ბაკაშვილი, ანასტასია ნასარიძე, ლუკა ფიჩხნარაშვილი, ელიზაბეტ ზურაბიანი, ნანიკო ჯაბანაშვილი, ანა ჩხაპელია. კურსის ფარგლებში მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს დავალებები თემაზე:  • რა არის თავისუფლება –… Continue reading ექსკურსია თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში და ცირა ბარბაქაძის მასტერკლასი

სრულად ნახვა

წარმატება ჭადრაკის ტურნირში

2022 წლის 7,8 მაისს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში, ჩატარდა ტურნირები V, IV სპორტულ თანრიგებზე; შვეიცარული სისტემით, 7 ტურად. ღონისძიების მთავარი მსაჯი იყო საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი. ტურნირში მონაწილეობას ღებულობდნენ სკოლა “პოლიგლოტის” დაწყებითი კლასების მოსწავლეები. აღსანიშნავია,რომ მსგავსი ტურნირები, კოვიდის გამო, დიდი ხნით იყო დაპაუზებული. პატარებმა კარგი სატურნირო გამოცდილება მიიღეს. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, ეს შთაბეჭდილებები, ნატალია მესხის შეგირდებს,… Continue reading წარმატება ჭადრაკის ტურნირში

სრულად ნახვა