დღეს სკოლა “პოლიგლოტში” საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „თანამედროვე ინფორმაციული ომის შესაძლებლობები“. ლექციას სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი სოფო ჩქოფოია უძღვებოდა. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა, სადაც მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ სპიკერისაგან მათთვის საინტერესესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.
სკოლა ,,პოლიგლოტში” ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მელანო ჩოკორაიამ გამართა პოეზიის საღამო სახელწოდებით ,,პოეზია-უპირველეს ყოვლისა”. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მეხუთე კლასის მოსწავლეებმა,მათ წაიკითხეს ქართველი პოეტების მიერ შექმნილი ულამაზესი ლექსები,ისაუბრეს პოეზიის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ადამიანის ცხოვრებაში. ღონისძიება მუსიკალურად გია ყანჩელის კომპოზიციით იყო გაფორმებული.
სკოლა “პოლიგლოტში” მეოთხე კლასის მოსწავლეებმაინგლისურის მასწავლებელ თამთა გულორდავასხელმძღვანელობით დადგეს ინგლისურენოვანი სპექტაკლი მიუზიკლი “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”.
მე-5 კლასის მოსწავლეები ბუნების მასწავლებელ მაია აფხაზავასთან და კლასის ხელმძღვანელ ნინო გოგოლაძესათან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, სადაც მონაწილეობა მიიღეს ,,ეკოთავგადასავალში“ , ღონისძიება იყო გასართობ-შემეცნებითი , მოსწავლეებმა აღმოაჩინეს მცენარეთა სამყარო და ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტივობაში. ღონისძიება დატვირთული იყო თეორიულ-პრაქტიკული კომპონენტებით, რომლებშიც ჩვენი სკოლის პატარები ხალისით მონაწილეობდნენ. დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს საინტერესო პროექტის შემოთავაზებისა და მოსწავლეების… Continue reading პოლიგლოტელების ვიზიტი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში
სკოლა “პოლიგლოტი” დიდი სიყვარულით ულოცავს მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრებას !
სკოლა “პოლიგლოტი” გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს !
მე-10 კლასის მოსწავლეებმა ქიმიის პედაგოგის მაია აფხაზავასა და ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ნეფარიძის ხელმძღვანელობით ჩაატარეს მინიკონფერენცია თემაზე:,,პერიოდულობის კანონი და პერიოდულობის სისტემა“ . მოსწავლეებმა გმოავლინეს ქიმიისა და ინგლისური ენის სიღრმისეული ცოდნა , ასევე ტექნიკური თარგმანის მაღალი დონე. მოსწავლეებმა შთამბეჭდავი პრეზენტაციებით გვაზიარეს ქიმიის პერიოდულობის კანონის საიდუმლოებასა და პერიოდულობის სისტემის არსს. დიდი მადლობა ქალბატონ მაია აფხაზავასა და ქალბატონ… Continue reading ინგლისურ-ქართული კონფერენცია ქიმიაში
სკოლა “პოლიგლოტის” მერვე კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის მასწავლებელ თამარ ტეფნაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ბირთვისის ხეობაში. მათ მოინახულესს ულამაზესი ბუნება. ასევე იმყოფებოდნენ გერმანულ სოფელში ელიზაბეტალში და დაათვალიერეს კათოლიკური ეკლესია. ბავშვები დიდი ემოციებით დაბრუნდნენ, დიდი მადლობა მათ პედაგოგს, თამარ ტეფნაძეს. ✨
სკოლა “პოლიგლოტის” პედ-კოლექტივი და ადმინისტრაცია იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე სამცხე-ჯავახეთში. მათ მოინახულეს ბერთას სასწაულმოქმედი ტაძარი, ფარავნის ტბა, ფოკის წმ.ნინოს დედათა მონასტერი. ექსკურსიამ წარმატებით ჩაიარა, ეს იყო ერთ-ერთი ულამაზესი დღე კოლეგებთან ერთად გატარებული.
დაწყებითი განათლების კათედრაზე ზღაპრის კვირეული დაიწყო. მე-4 -გ კლასის უნიჭიერესმა ბავშვებმა ინგლისური ენის პედაგოგის, სალომე ქერაშვილის , ხელმძღვანელობით წარმოადგინეს ულამაზესი , კოსტიუმირებული სპექტაკლი შარლ პეროს ,,კონკიას“ მიხედვით. პატარებმა ლამაზად მოირგეს როლები და ნამდვილი მსახიობებივით წარდგნენ მაყურებლის წინაშე. მე-4-გ კლასელების ინგლისურენოვანი სპექტაკლის დებიუტი წარმატებით შედგა. დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელს, სალომე ქერაშვილს, დაუღალავი შრომისა და ლამაზი ღონისძიების… Continue reading ინგლისურენოვანი სპექტაკლი მეოთხე კლასში
მეხუთე კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მელანო ჩოკორაიამ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: იაკობ გოგებაშვილის ,,იავნანამ რა ჰქმნა“ . მოსწავლეებმა კარგად გაიაზრეს ტექსტში გამოყენებული კონკრეტული ერთეულების მნიშვნელობა, განიმტკიცეს ტექსტის შინაარსი და იმსჯელეს დეტალების ხელოვნებაზე. მასწავლებელმა გამოავლინა საგნის ღრმა ცოდნა, გამოიყენა ორგანიზების როგორც საერთო – საკლასო , ასევე ჯგუფური მუშაობის ფორმები. სხვადასხვა აქტივობითა და ინტერაქტიური მეთოდით… Continue reading ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში✨
13 მაისს სკოლა “პოლიგლიტს” უმასპინძლა საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ.✨ ვიზიტის ფარგლებში, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროგრამების, ფინანსური შეთავაზებების, გაცვლითი პროგრამებისა და სხვა მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ. ასევე, სკოლა “პოლიგლოტის”მოსწავლეებს SEU-ს ტექნიკური და სამეწარმეო ლაბორატორიის ხელმძღვანელმა – თეონა ბებიამ ჩაუტარა ტრენინგი „იდეიდან პროდუქტამდე.“
მე-2 -ბ კლასში ჟუჟუ ბაღდოშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი ქართულ ენაში. მასწავლებელმა გაკვეთილზე შექმნა კეთილგანწყობილი და მხიარული გარემო, უამრავი აქტივობითა და შემეცნებითი თამაშით შესანიშნავად გავიდა შედეგზე. მოსწავლეებმა გამოავლინეს საგნის ღრმა ცოდნა, ხალისით ერთვებოდნენ ნებისმიერ აქტივობაში, უსმენდნენ მსწავლებელს, ზუსტად ასრულებდნენ მასწავლებლის დირექტივებს. დიდი მადლობა ქალბატონ ჟუჟუს საინტერესო და შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის.
ბიოლოგიის მასწავლებელმა როზა წიკლაურმა მე-8 კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი ჯანსაღი ცხოვრების წესსა და მნიშვნელობაზე. მოსწავლეებმა ბიოლოგიურად ახსნეს, თუ როგორ ზემოქმედებას ახდენს ენერგეტიკული სასმელები, შოკოლადი, თამბაქო და ალკოჰოლი ადამიანის ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებით გაამახვილეს ყურადღება სწორ კვებაზე, ალკოჰოლისა და თამბაქოს უარყოფით გავლენასა და მიჯაჭვულობაზე. მოზარდებმა თავიანთი ცხოვრების სლოგანად გამოაცხადეს:,,ჯანსაღი სხეული ჯანსაღი გონების პროდუქტია“. გაკვეთილი იყო სანტერესო და ემსახურებოდა… Continue reading ღია გაკვეთილი ბიოლოგიაში