Search
Close this search box.

სიახლეები

არქივი
2 მარტი, 2020

Untitled

სკოლა „პოლიგლოტი“ ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, 2 მარტიდან გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. სკოლა ითვალისწინებს და მიჰყვება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ბატონი მიხეილ ჩხენკელის მიერ გამოცემულ ყველა ბრძანებასა და რეკომენდაციას .სკოლას აქვს ყველა რესურსი დისტანციური სწავლებისათვის. გვაქვს და ყოველთვის გვქონდა ელექტრონული ჟურნალი მშობლებთან და მოსწავლეებთან კომუნიკაციისათვის. გახანგრძლივებული საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში სკოლა ატარებს ონლაინ გაკვეთილებს სპეციალური პროგრამა… Continue reading Untitled

სრულად ნახვა
25 თებერვალი, 2020

ექსპოჯორჯიას 2020 წლის საგანმანათლებლო გამოფენაზე

სკოლა ,,პოლიგლოტის“ საშუალო საფეხურის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსპოჯორჯიას 2020 წლის საგანმანათლებლო გამოფენაზე, სადაც დაათვალიერეს სქართველოსა და საერთაშორისო უნივერსიტეტების საპრეზენტაციო სტენდები, მოისმინეს ლექცია პროფესიის არჩევის შესახებ, მიიღეს მონაწილეობა სხვადსხვა აქტივობაში, რომლებიც შესთავაზეს უნივერსიტეტებმა, მოსწავლეებს ჰქონდათ კარგი საშუალება, რომ გასცნობოდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლების პროგრამებს, რაც დაეხმარებათ მათ მომავალი პროფესიის არჩევაში.

სრულად ნახვა
22 თებერვალი, 2020

,,sky rocket

2020 წლის 21 თებერვალს, პირველი- ა და პირველი – ბ კლასები თამთა მანდარიასი და სალომე ძაგნიძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ საბავშვო გასართობ ცენტრ ,,sky rocket” -ში. სადაც პატარებს ჩაუტარდათ ვორკშოფი და მოსწავლეებმა საკუთარი ხელით გამოაცხვეს მაფინები, რომლებიც შემდგომ გააფორმეს სხვადასხვა სახის ტკბილეულობით. არსებული პროექტი იყო შემეცნებითი ხასიათის, სახალისო და საინტერესო.

სრულად ნახვა
19 თებერვალი, 2020

ტურნირი ჭადრაკში

2020 წლის 19 თებერვალს ,სპორტის უფროსი მასწავლებლის , ნატალია მესხის ორგანიზებით ჩატარდა სკოლის მოსწავლეების შეჯიბრება ჭადრაკში. ტურნირი ჭადრაკის სასახლის მიერ ორგანიზებული საკვალიფიკაციო ტურნირების წინ მოსამზადებელ ხასიათს ატარებდა. ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, ,,პოლიგლოტიდან“ მონაწილეობდნენ მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები,მათ წარმატებით იასპარეზეს, მიიღეს კარგი სატურნირო გამოცდილება , დაჯილდოვდნენ მედლებით და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

სრულად ნახვა
7 თებერვალი, 2020

ღია გაკვეთილი ქიმიაში თემაზე: ,,მეტალები ,შენადნობები და კოროზია.

2020 წლის 5 თებერვალს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მეცხრე კლასში მაია აფხაზავამ ჩაატარა ღია გაკვეთილი ქიმიაში თემაზე: ,,მეტალები ,შენადნობები და კოროზია“. გაკვეთილი იყო საინტერესო, მასწავლებელმა გამოიყენა ინოვაციური ტექნოლოგიები და გამოავლინა საგნის ღრმა ცოდნა და პროფესიონალიზმი, ხოლო მოსწავლეებმა სიყვარული და ქიმიის კარგი ცოდნა. სკოლა ,,,პოლიგლოტში“ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას, ამ კათედრაზე ბევრი საინტერესო პროექტია… Continue reading ღია გაკვეთილი ქიმიაში თემაზე: ,,მეტალები ,შენადნობები და კოროზია.

სრულად ნახვა
7 თებერვალი, 2020

საქმიანი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტთან

სკოლა ,,პოლიგლოტში“ საინტერესო და საქმიანი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტთან. სუმრად იმყოფებოდნენ კავკასიის მედიის სკოლისა და განათლების სკოლის წარმომადგენლები, რომლებმაც გააცნეს აბიტურიენტებს უნივერსიტეტის პროგრამები, ისაუბრეს თავიანთი უნივერსიტეტის განათლების ხარისხზე, დასაქმებაზე, გაცვლით პროგრამებზე, ინფრასტრუქტურასა და დაფინანსების ფორმბზე. ასევე უპასუხეს მოსწავლეების შეკითხვებზე და გამართეს დისკუსია. შეხვედრა იყო საინტერესო და ნაყოფიერი.

სრულად ნახვა
12 იანვარი, 2020

პატარა პოლიგლოტელი ხელოვანი

“პოლიგლოტის კვირეულის” ფარგლებში წარმოგიდგენთ პატარა პოლიგლოტელ ხელოვანს ნიკოლოზ ჯავახიშვილს. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი არის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი სოფიო ლიჩელი.https://youtu.be/QCtGsqHDffE

სრულად ნახვა
31 დეკემბერი, 2019

სკოლა ,,პოლიგლოტი“ გილოცავთ დამდეგ 2020 წელს

სკოლა ,,პოლიგლოტი“ დიდი სიყვარულით გილოცავთ დამდეგ 2020 წელს . გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ულევ წარმატებას.უფლის წყალობა და მადლი არ მოგკლებოდეთ, დაესწარით მრავალს!

სრულად ნახვა
30 დეკემბერი, 2019

სკოლა ,,პოლიგლოტი“ გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს!

სკოლა ,,პოლიგლოტი“ დიდი სიყვარულით გილოცავთ დამდეგ   2020 წელს . გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ულევ წარმატებას.უფლის წყალობა და მადლი არ მოგკლებოდეთ, დაესწარით მრავალს!

სრულად ნახვა
30 დეკემბერი, 2019

ღია გაკვეთილები ,, პოლიგლოტში“

სკოლა ,,პოლიგლოტში“ მე- 6 კლასში ჩატარდა ღია – საჩვენებელი გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილი ჩაატარა მაიკო კვირკველიამ , გაკვეთილის თემა იყო ,, ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი – სიცილი გადამდებიაო“ . მოსწავლეებმა გამოავლინეს ინტერესი, კრეატიულობა და შემოქმედებითობა, ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული გაკვეთილში და ხალისით ასრულებდნენ მასწავლებლის დირექტივებს. ახალგაზრდა მასწავლებელმა გამოიჩინა საგნის ღრმა ცოდნა და სიყვარული.

სრულად ნახვა
30 დეკემბერი, 2019

ღია გაკვეთილები ,, პოლიგლოტში“

სკოლა ,,პოლიგლოტში“ მე – 6 კლასში ჩატარდა ღია – საჩვენებელი გაკვეთილი ფრანგულ ენაში. გაკვეთილი ჩაატარა ფრანგული ენის მასწავლებელმა თეონა ჩაკვეტაძემ, გაკვეთილის თემა იყო: ,, სასაუბრო: საკვები “. გაკვეთილი იყო საინტერესო , მასწავლებელმა გამოიყენა ინტერაქტიური მეთოდები , მოსწავლეებმა გამოავლინეს ფრანგული ენისადმი სიყვარული, საგნის კარგი ცოდნა , მდიდარი ლექსიკა , კრეატიულობა და შემოქმედებითობა. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო… Continue reading ღია გაკვეთილები ,, პოლიგლოტში“

სრულად ნახვა
30 დეკემბერი, 2019

,,გააზიარე მუსიკა”

სკოლა ,,პოლიგლოტის „ ლიტერატურული კლუბის ორაგნიზებითა და ინიციატივით ჩატარდა საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ხასიათის პროექტი : ,,გააზიარე მუსიკა“ . პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები საყვარელი მუსიკოსების, კომპოზიტორებისა და მუსიკალური ჯგუფების შესახებ, ამასთანავე შეასრულეს საყვარელი სიმღერები. პროექტში მონაწილეობდნენ პედაგოგები ნაზი ზაალიშვილი და მერი ციმაკურიძე, მოსწავლეების მსგვსად მათაც გააკეთეს საინტერესო პრეზენტაციები.პროექტის ხელმძღვანელი იყო მაიკო კვირკველია.

სრულად ნახვა
30 დეკემბერი, 2019

ზღაპარი ქრისტიან ანდერსენის მიხედვით ,, თორმეტი თვე“

მე-2 -ა კლასის მოსწავლეებმა ოლიკო ხოკრიშვილის ხელმძღვანელობით დადგეს ულამაზესი ზღაპარი ქრისტიან ანდერსენის მიხედვით ,, თორმეტი თვე“ . პატარებმა გამოიჩინეს მსახიობური ნიჭი და ოსტატურად შეასრულეს როლები. სპექტაკლისათვის დეკორაციები შექმნა ხელოვნების პედაგოგმა სოფიო ლიჩელმა,ხოლო მუსიკალურად გააფორმა ქეთევან ჯეირანაშვილმა . პატარებმა მოგვილოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი და საუკეთესო სურვილებით დაამთავრეს 2019-2020 ს/წ-ის პირველი სემესტრი.

სრულად ნახვა
30 დეკემბერი, 2019

,, მელაკუდას ოინები“

მე-2 -ბ კლასის მოსწავლეებმა ელენე თარხნიშვილის ხელმძღვანელობით დადგეს ულამაზესი ზღაპარი : ,, მელაკუდას ოინები“ . პატარებმა გამოიჩინეს მსახიობური ნიჭი და ოსტატურად შეასრულეს როლები. სპექტაკლი სპექტაკლისათვის დეკორაციები შექმნა ხელოვნების პედაგოგმა სოფიო ლიჩელმა,ხოლო მუსიკალურად გააფორმა ქეთევან ჯეირანაშვილმა . პატარებმა მოგვილოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი და საუკეთესო სურვილებით დაამთავრეს 2019-2020 ს/წ-ის პირველი სემესტრი.

სრულად ნახვა
30 დეკემბერი, 2019

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუმრად “პოლიგლოტში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უკვე რამდენიმე წელია მეგობრობს სკოლა ,,პოლიგლოტთან“. წელს სკოლასა და უნივერსიტეტს შორის, ოფიციალურად, მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მოიაზრებს ურთიერთთანამშრომლობას, ,,პოლიგლოტის“ მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართვას უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პროექტებში და, პირიქით, სკოლის ღონისძიებებში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მონაწილეობას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორმა ქალბატონმა მზია დაუშვილმა და უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა , ქალბატონმა ირმა… Continue reading კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუმრად “პოლიგლოტში

სრულად ნახვა