Search
Close this search box.

სიახლეები

არქივი
17 მარტი, 2020

„ჭადრაკი სკოლაში

სკოლა „პოლიგლოტი“ დისტანციური სწავლების პერიოდში სარგებლობს მსოფლიო ჩემპიონ გარი კასპაროვის პროგრამით „ჭადრაკი სკოლაში“, რომელსაც ხელმძღვანელობს სპორტის მასწავლებელი ნატალია მესხი . ამ უნიკალური პროგრამის საშუალებით მოსწავლეები ხსნიან ამოცანებს , მსჯელობენ და მათ უვითარდებათ ლოგიკური აზროვნების უნარი. პროგრამას აქვს საშუალება დაადგინოს კლასის მიღწევის კოეფიციენტი და გამოავლინოს გამარჯვებული, რაც მოსწავლეებისათვის არის მოტივაციის ამაღლების საუკეთესო საშუალება.

სრულად ნახვა

ოკუპაციის კვირეული

ისტორიის მასწავლებლების თინა დორეულისა და ნაზი ზაალიშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო პრეზენტაცია. მოსწავლეებმა ისაუბრეს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ. გაიხსენეს იმ თავგანწირული გმირების ისტორია, რომლებიც დაეცნენ ტაბახმელის მისადგომებთან მამულის გათავისუფლებისათვის ბრძოლაში. კვირეულის ფარგლებში გაიმართება ფილმის ჩვენება, დისკუსია და სტუმრობა მუზეუმში.

სრულად ნახვა
4 მარტი, 2020

ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, დაათვალიერეს აკაკის საიუბილეო გამოფენა , ნახეს ფილმი ,,აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში“ და მიიღეს მონაწილეობა საგანმანათლებლო პროგრამაში – ,,აკაკი წერეთელი -180“, რომლის ფარგლებში დაამზადეს პოეტის იუბილესადმი მიძღვნილი ხელნაკეთი ალბომები. ღონისძიების ხელმძღვანელები იყვნენ ქართული ენის მასწავლებელი ანა ჯავახიშვილი და ისტორიის მასწავლებელი… Continue reading ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში

სრულად ნახვა
4 მარტი, 2020

თეატრალიზებული მიუზიკლი

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-8 კლასის მოსწავლეებმა რუსული ენის მასწავლებლის ლამარა თვალიაშვილის ხელმძღვანელობით დადგეს თეატრალიზებული მიუზიკლი რუსულ ენაზე. მოსწავლეებმა გააცოცხლეს საყვარელი ფილმებიდან ეპიზოდები, შეასრულეს სიმღერები, იცეკვეს და მოგვიწყეს ულამაზესი საღამო.

სრულად ნახვა
2 მარტი, 2020

Untitled

სკოლა „პოლიგლოტი“ ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, 2 მარტიდან გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. სკოლა ითვალისწინებს და მიჰყვება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ბატონი მიხეილ ჩხენკელის მიერ გამოცემულ ყველა ბრძანებასა და რეკომენდაციას .სკოლას აქვს ყველა რესურსი დისტანციური სწავლებისათვის. გვაქვს და ყოველთვის გვქონდა ელექტრონული ჟურნალი მშობლებთან და მოსწავლეებთან კომუნიკაციისათვის. გახანგრძლივებული საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში სკოლა ატარებს ონლაინ გაკვეთილებს სპეციალური პროგრამა… Continue reading Untitled

სრულად ნახვა
25 თებერვალი, 2020

ექსპოჯორჯიას 2020 წლის საგანმანათლებლო გამოფენაზე

სკოლა ,,პოლიგლოტის“ საშუალო საფეხურის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსპოჯორჯიას 2020 წლის საგანმანათლებლო გამოფენაზე, სადაც დაათვალიერეს სქართველოსა და საერთაშორისო უნივერსიტეტების საპრეზენტაციო სტენდები, მოისმინეს ლექცია პროფესიის არჩევის შესახებ, მიიღეს მონაწილეობა სხვადსხვა აქტივობაში, რომლებიც შესთავაზეს უნივერსიტეტებმა, მოსწავლეებს ჰქონდათ კარგი საშუალება, რომ გასცნობოდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლების პროგრამებს, რაც დაეხმარებათ მათ მომავალი პროფესიის არჩევაში.

სრულად ნახვა
22 თებერვალი, 2020

,,sky rocket

2020 წლის 21 თებერვალს, პირველი- ა და პირველი – ბ კლასები თამთა მანდარიასი და სალომე ძაგნიძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ საბავშვო გასართობ ცენტრ ,,sky rocket” -ში. სადაც პატარებს ჩაუტარდათ ვორკშოფი და მოსწავლეებმა საკუთარი ხელით გამოაცხვეს მაფინები, რომლებიც შემდგომ გააფორმეს სხვადასხვა სახის ტკბილეულობით. არსებული პროექტი იყო შემეცნებითი ხასიათის, სახალისო და საინტერესო.

სრულად ნახვა
19 თებერვალი, 2020

ტურნირი ჭადრაკში

2020 წლის 19 თებერვალს ,სპორტის უფროსი მასწავლებლის , ნატალია მესხის ორგანიზებით ჩატარდა სკოლის მოსწავლეების შეჯიბრება ჭადრაკში. ტურნირი ჭადრაკის სასახლის მიერ ორგანიზებული საკვალიფიკაციო ტურნირების წინ მოსამზადებელ ხასიათს ატარებდა. ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, ,,პოლიგლოტიდან“ მონაწილეობდნენ მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები,მათ წარმატებით იასპარეზეს, მიიღეს კარგი სატურნირო გამოცდილება , დაჯილდოვდნენ მედლებით და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

სრულად ნახვა
7 თებერვალი, 2020

ღია გაკვეთილი ქიმიაში თემაზე: ,,მეტალები ,შენადნობები და კოროზია.

2020 წლის 5 თებერვალს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მეცხრე კლასში მაია აფხაზავამ ჩაატარა ღია გაკვეთილი ქიმიაში თემაზე: ,,მეტალები ,შენადნობები და კოროზია“. გაკვეთილი იყო საინტერესო, მასწავლებელმა გამოიყენა ინოვაციური ტექნოლოგიები და გამოავლინა საგნის ღრმა ცოდნა და პროფესიონალიზმი, ხოლო მოსწავლეებმა სიყვარული და ქიმიის კარგი ცოდნა. სკოლა ,,,პოლიგლოტში“ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას, ამ კათედრაზე ბევრი საინტერესო პროექტია… Continue reading ღია გაკვეთილი ქიმიაში თემაზე: ,,მეტალები ,შენადნობები და კოროზია.

სრულად ნახვა
7 თებერვალი, 2020

საქმიანი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტთან

სკოლა ,,პოლიგლოტში“ საინტერესო და საქმიანი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტთან. სუმრად იმყოფებოდნენ კავკასიის მედიის სკოლისა და განათლების სკოლის წარმომადგენლები, რომლებმაც გააცნეს აბიტურიენტებს უნივერსიტეტის პროგრამები, ისაუბრეს თავიანთი უნივერსიტეტის განათლების ხარისხზე, დასაქმებაზე, გაცვლით პროგრამებზე, ინფრასტრუქტურასა და დაფინანსების ფორმბზე. ასევე უპასუხეს მოსწავლეების შეკითხვებზე და გამართეს დისკუსია. შეხვედრა იყო საინტერესო და ნაყოფიერი.

სრულად ნახვა
12 იანვარი, 2020

პატარა პოლიგლოტელი ხელოვანი

“პოლიგლოტის კვირეულის” ფარგლებში წარმოგიდგენთ პატარა პოლიგლოტელ ხელოვანს ნიკოლოზ ჯავახიშვილს. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი არის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი სოფიო ლიჩელი.https://youtu.be/QCtGsqHDffE

სრულად ნახვა
31 დეკემბერი, 2019

სკოლა ,,პოლიგლოტი“ გილოცავთ დამდეგ 2020 წელს

სკოლა ,,პოლიგლოტი“ დიდი სიყვარულით გილოცავთ დამდეგ 2020 წელს . გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ულევ წარმატებას.უფლის წყალობა და მადლი არ მოგკლებოდეთ, დაესწარით მრავალს!

სრულად ნახვა
30 დეკემბერი, 2019

სკოლა ,,პოლიგლოტი“ გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს!

სკოლა ,,პოლიგლოტი“ დიდი სიყვარულით გილოცავთ დამდეგ   2020 წელს . გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ულევ წარმატებას.უფლის წყალობა და მადლი არ მოგკლებოდეთ, დაესწარით მრავალს!

სრულად ნახვა
30 დეკემბერი, 2019

ღია გაკვეთილები ,, პოლიგლოტში“

სკოლა ,,პოლიგლოტში“ მე- 6 კლასში ჩატარდა ღია – საჩვენებელი გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილი ჩაატარა მაიკო კვირკველიამ , გაკვეთილის თემა იყო ,, ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი – სიცილი გადამდებიაო“ . მოსწავლეებმა გამოავლინეს ინტერესი, კრეატიულობა და შემოქმედებითობა, ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული გაკვეთილში და ხალისით ასრულებდნენ მასწავლებლის დირექტივებს. ახალგაზრდა მასწავლებელმა გამოიჩინა საგნის ღრმა ცოდნა და სიყვარული.

სრულად ნახვა
30 დეკემბერი, 2019

ღია გაკვეთილები ,, პოლიგლოტში“

სკოლა ,,პოლიგლოტში“ მე – 6 კლასში ჩატარდა ღია – საჩვენებელი გაკვეთილი ფრანგულ ენაში. გაკვეთილი ჩაატარა ფრანგული ენის მასწავლებელმა თეონა ჩაკვეტაძემ, გაკვეთილის თემა იყო: ,, სასაუბრო: საკვები “. გაკვეთილი იყო საინტერესო , მასწავლებელმა გამოიყენა ინტერაქტიური მეთოდები , მოსწავლეებმა გამოავლინეს ფრანგული ენისადმი სიყვარული, საგნის კარგი ცოდნა , მდიდარი ლექსიკა , კრეატიულობა და შემოქმედებითობა. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო… Continue reading ღია გაკვეთილები ,, პოლიგლოტში“

სრულად ნახვა