Search
Close this search box.

სიახლეები

არქივი
26 აპრილი, 2020

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

სკოლა “პოლიგლოტი” გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი ყველა ქართველისათვის განსაკუთრებული დღეა, რომელიც ასოცირდება ჩვენს ღირსებასთან და თვითმყოფადობასთან! გისურვებთ ჯანმრთელობას, წინსვლას და ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებას !!!

სრულად ნახვა
17 აპრილი, 2020

„პოლიგლოტის კვირეული“

სკოლა „პოლიგლოტის“ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგმა სოფიო ლიჩელმა დისტანციური სწავლების პერიოდში გააკეთა შემეცნებით-გასართობი გადაცემა „პოლიგლოტის კვირეული“ . ამ პროექტის ფარგლებში პირველი კვირა დაეთმო ბავშვებისთვის საყვარელ ოთხფეხა მეგობრებს. სკოლა „პოლიგლოტის“ იმ მოსწავლეებმა , რომლებსაც ჰყავთ ოთხფეხა მეგობრები აქტიურად მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებული სამეული გამოვლინდა სოციალურ ქსელებში მოწონების რაოდენობის მიხედვით. დანარჩენ მოსწავლეებს კი წასახალისებლად მასწავლებელმა გაუკეთა ონლაინ… Continue reading „პოლიგლოტის კვირეული“

სრულად ნახვა
10 აპრილი, 2020

გახდი სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლე და შეიქმენი შენი ოცნების მომავალი”

სკოლა”პოლიგლოტი” აგრძელებს პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაციას. ” გახდი სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლე და შეიქმენი შენი ოცნების მომავალი”.

სრულად ნახვა
22 მარტი, 2020

დისტანციური სწავლება “პოლიგლოტში”

სკოლა „პოლიგლოტი“ ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, 2 მარტიდან გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. სკოლა ითვალისწინებს და მიჰყვება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ბატონი მიხეილ ჩხენკელის მიერ გამოცემულ ყველა ბრძანებასა და რეკომენდაციას .სკოლას აქვს ყველა რესურსი დისტანციური სწავლებისათვის. გვაქვს და ყოველთვის გვქონდა ელექტრონული ჟურნალი მშობლებთან და მოსწავლეებთან კომუნიკაციისათვის. გახანგრძლივებული საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში სკოლა ატარებს ონლაინ გაკვეთილებს სპეციალური პროგრამა… Continue reading დისტანციური სწავლება “პოლიგლოტში”

სრულად ნახვა
22 მარტი, 2020

ლიზი ქემოკლიძემ პასკის რეცეპტი და მომზადების წესი წარმოადგინა

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგ სოფიო ლიჩელის ხელმძღვანელობით წარმატებით მიმდინარეობს პროექტი „პოლიგლოტის კვირეული“. ამ კვირის მნიშვნელოვანი პროექტი რა თქმა უნდა მიეძღვნა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. პროექტის ფარგლებში სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეებმა ისაუბრეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, მის უდიდეს მნიშვნელობაზე ქრისტიანულ სამყაროში და საქართველოს სხვა და სხვა კუთხეებში დაწესებულ ტრადიციებზე. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის პასკა და წითელი კვერცხი განუყოფელია, სწორედ… Continue reading ლიზი ქემოკლიძემ პასკის რეცეპტი და მომზადების წესი წარმოადგინა

სრულად ნახვა
20 მარტი, 2020

Untitled

2016 წლის 20 მარტს სკოლა ”პოლიგლოტის” მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნაზი ზაალიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ააიპ-საქართველოს სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგ-კონფერენციაში, თემაზე: ”სამოქალაქო განათლება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ”. ააიპ- საქართველოს სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრმა მადლობა გადაუხადა სკოლა ”პოლიგლოტს” სამოქალაქო ჩართულობისთვის და სერტიფიკატი გადასცა.

სრულად ნახვა
17 მარტი, 2020

„ჭადრაკი სკოლაში

სკოლა „პოლიგლოტი“ დისტანციური სწავლების პერიოდში სარგებლობს მსოფლიო ჩემპიონ გარი კასპაროვის პროგრამით „ჭადრაკი სკოლაში“, რომელსაც ხელმძღვანელობს სპორტის მასწავლებელი ნატალია მესხი . ამ უნიკალური პროგრამის საშუალებით მოსწავლეები ხსნიან ამოცანებს , მსჯელობენ და მათ უვითარდებათ ლოგიკური აზროვნების უნარი. პროგრამას აქვს საშუალება დაადგინოს კლასის მიღწევის კოეფიციენტი და გამოავლინოს გამარჯვებული, რაც მოსწავლეებისათვის არის მოტივაციის ამაღლების საუკეთესო საშუალება.

სრულად ნახვა

ოკუპაციის კვირეული

ისტორიის მასწავლებლების თინა დორეულისა და ნაზი ზაალიშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო პრეზენტაცია. მოსწავლეებმა ისაუბრეს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ. გაიხსენეს იმ თავგანწირული გმირების ისტორია, რომლებიც დაეცნენ ტაბახმელის მისადგომებთან მამულის გათავისუფლებისათვის ბრძოლაში. კვირეულის ფარგლებში გაიმართება ფილმის ჩვენება, დისკუსია და სტუმრობა მუზეუმში.

სრულად ნახვა
4 მარტი, 2020

ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, დაათვალიერეს აკაკის საიუბილეო გამოფენა , ნახეს ფილმი ,,აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში“ და მიიღეს მონაწილეობა საგანმანათლებლო პროგრამაში – ,,აკაკი წერეთელი -180“, რომლის ფარგლებში დაამზადეს პოეტის იუბილესადმი მიძღვნილი ხელნაკეთი ალბომები. ღონისძიების ხელმძღვანელები იყვნენ ქართული ენის მასწავლებელი ანა ჯავახიშვილი და ისტორიის მასწავლებელი… Continue reading ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში

სრულად ნახვა
4 მარტი, 2020

თეატრალიზებული მიუზიკლი

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-8 კლასის მოსწავლეებმა რუსული ენის მასწავლებლის ლამარა თვალიაშვილის ხელმძღვანელობით დადგეს თეატრალიზებული მიუზიკლი რუსულ ენაზე. მოსწავლეებმა გააცოცხლეს საყვარელი ფილმებიდან ეპიზოდები, შეასრულეს სიმღერები, იცეკვეს და მოგვიწყეს ულამაზესი საღამო.

სრულად ნახვა
2 მარტი, 2020

Untitled

სკოლა „პოლიგლოტი“ ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, 2 მარტიდან გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. სკოლა ითვალისწინებს და მიჰყვება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ბატონი მიხეილ ჩხენკელის მიერ გამოცემულ ყველა ბრძანებასა და რეკომენდაციას .სკოლას აქვს ყველა რესურსი დისტანციური სწავლებისათვის. გვაქვს და ყოველთვის გვქონდა ელექტრონული ჟურნალი მშობლებთან და მოსწავლეებთან კომუნიკაციისათვის. გახანგრძლივებული საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში სკოლა ატარებს ონლაინ გაკვეთილებს სპეციალური პროგრამა… Continue reading Untitled

სრულად ნახვა
25 თებერვალი, 2020

ექსპოჯორჯიას 2020 წლის საგანმანათლებლო გამოფენაზე

სკოლა ,,პოლიგლოტის“ საშუალო საფეხურის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსპოჯორჯიას 2020 წლის საგანმანათლებლო გამოფენაზე, სადაც დაათვალიერეს სქართველოსა და საერთაშორისო უნივერსიტეტების საპრეზენტაციო სტენდები, მოისმინეს ლექცია პროფესიის არჩევის შესახებ, მიიღეს მონაწილეობა სხვადსხვა აქტივობაში, რომლებიც შესთავაზეს უნივერსიტეტებმა, მოსწავლეებს ჰქონდათ კარგი საშუალება, რომ გასცნობოდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლების პროგრამებს, რაც დაეხმარებათ მათ მომავალი პროფესიის არჩევაში.

სრულად ნახვა
22 თებერვალი, 2020

,,sky rocket

2020 წლის 21 თებერვალს, პირველი- ა და პირველი – ბ კლასები თამთა მანდარიასი და სალომე ძაგნიძის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ საბავშვო გასართობ ცენტრ ,,sky rocket” -ში. სადაც პატარებს ჩაუტარდათ ვორკშოფი და მოსწავლეებმა საკუთარი ხელით გამოაცხვეს მაფინები, რომლებიც შემდგომ გააფორმეს სხვადასხვა სახის ტკბილეულობით. არსებული პროექტი იყო შემეცნებითი ხასიათის, სახალისო და საინტერესო.

სრულად ნახვა
19 თებერვალი, 2020

ტურნირი ჭადრაკში

2020 წლის 19 თებერვალს ,სპორტის უფროსი მასწავლებლის , ნატალია მესხის ორგანიზებით ჩატარდა სკოლის მოსწავლეების შეჯიბრება ჭადრაკში. ტურნირი ჭადრაკის სასახლის მიერ ორგანიზებული საკვალიფიკაციო ტურნირების წინ მოსამზადებელ ხასიათს ატარებდა. ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, ,,პოლიგლოტიდან“ მონაწილეობდნენ მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეები,მათ წარმატებით იასპარეზეს, მიიღეს კარგი სატურნირო გამოცდილება , დაჯილდოვდნენ მედლებით და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

სრულად ნახვა
7 თებერვალი, 2020

ღია გაკვეთილი ქიმიაში თემაზე: ,,მეტალები ,შენადნობები და კოროზია.

2020 წლის 5 თებერვალს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მეცხრე კლასში მაია აფხაზავამ ჩაატარა ღია გაკვეთილი ქიმიაში თემაზე: ,,მეტალები ,შენადნობები და კოროზია“. გაკვეთილი იყო საინტერესო, მასწავლებელმა გამოიყენა ინოვაციური ტექნოლოგიები და გამოავლინა საგნის ღრმა ცოდნა და პროფესიონალიზმი, ხოლო მოსწავლეებმა სიყვარული და ქიმიის კარგი ცოდნა. სკოლა ,,,პოლიგლოტში“ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას, ამ კათედრაზე ბევრი საინტერესო პროექტია… Continue reading ღია გაკვეთილი ქიმიაში თემაზე: ,,მეტალები ,შენადნობები და კოროზია.

სრულად ნახვა