სიახლეები

არქივი
12 აპრილი, 2019

პროექტ-გაკვეთილი ინგლისურ ენაში

2019 წლის 12 აპრილს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-10 კლასში ელიზავეტა ზაზაძემ ჩაატარა პროექტ-გაკვეთილი ინგლისურ ენაში თემაზე: ,,ადამიანის სხეული და ცხოვრება – HUMAN BODY AND LIFE “ გაკვეთილის მიზნები იყო მდგრადი განვითარების გამჭოლი კომპეტენციების შესრულება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს მასალები, ბიოლოგიის მასწავლებელ როზა წიკლაურთან ერთად შეისწავლეს ადამიანის ანატომია, მოისმინეს ლექცია კავკასიის უნივერსიტეტში, მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები და შექმნეს… Continue reading პროექტ-გაკვეთილი ინგლისურ ენაში

სრულად ნახვა
30 მარტი, 2019

“პოლიგლოტელები” ეროვნულ მუზეუმში

სკოლა „პოლიგლოტის“ VII კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან ერთად იმყოფებოდნენ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში, სადაც მუზეუმის ერთ-ერთ საექსპოზიციო სივრცეში გამოფენილი იყო იტალიელი რენესანსის ეპოქის გენიოსის, მხატვრის, არქიტექტორის და გამომგონებლის ლეონარდო და ვინჩის 17 ფერწერული ნამუშევრის ციფრული რეპროდუქციები .მოსწავლეებმა აგრეთვე მოინახულეს მუზეუმში დაცული სხვადასხვა ექსპონატები, დაათვალიერეს ოქროს ფონდში დაცული ნივთები, ოკუპაციის მუზეუმი,კავკასიის ბიომრავალფეროვნების დარბაზი… Continue reading “პოლიგლოტელები” ეროვნულ მუზეუმში

სრულად ნახვა
28 მარტი, 2019

“შოკოლადი მუზეუმში”

სკოლა ,,პოლიგლოტის“ VI_VII_VIII_IX_X_XI კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებლებთან ერთად იმყოფებოდნენ ,,შოკოლადი მუზეუმში“. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სხვადასხვა სახის კოლექციები. მუზეუმის დამფუძნებელმა ბატონმა ლევან კიკალიშვილმა ბავშვებს გააცნო შოკოლადის შექმნისა და წარმოების ისტორია, საუბარი წარიმართა თბილ, მყუდრო და მეგობრულ გარემოში, მოსწავლეებმა ლექციის პარალელურად ნახეს დოკუმენტური ფილმი და ბოლოს დააგემოვნეს ნატურალური ცხელი შოკოლადი.

სრულად ნახვა
27 მარტი, 2019

“პოლიგლოტელები” ეროვნული არქივის პავილიონში

სკოლა „პოლიგლოტის“ VII კლასის მოსწავლეები ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, სადაც ნახეს თანამედროვე ქართველი მხატვრის მერაბ აბრამიშვილის გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 70-მდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი, რომელიც მერაბ აბრამიშვილის ოჯახის კოლექციაში ინახებოდა. მოსწავლეები აღფრთოვანებულნი დარჩნენ ნანახით.

სრულად ნახვა
27 მარტი, 2019

ლეონარდო და ვინჩი

სკოლა „პოლიგლოტის“ VIII, IX კლასის მოსწავლეები ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან ერთად იმყოფებოდნენ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში, სადაც მუზეუმის ერთ-ერთ საექსპოზიციო სივრცეში გამოფენილი იყო იტალიელი რენესანსის ეპოქის გენიოსის , მხატვრის, არქიტექტორის და გამომგონებლის ლეონარდო და ვინჩის 17 ფერწერული ნამუშევრის ციფრული რეპროდუქციები . მოსწავლეები აღფრთოვანებულნი დარჩნენ ნანახით.

სრულად ნახვა
22 მარტი, 2019

კსუ-ში სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეებისთვის ლექცია გაიმართა

19 მარტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სკოლა „პოლიგლოტის“ მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის, ინგლისური ენის საგნის ფარგლებში (პედაგოგი – ელიზავეტა ზაზაძე), ენდოკრინოლოგის, კსუ-ს ასისტენტ-პროფესორის თამარ კახნიაშვილის ლექცია თემაზე – „სხეულის აგებულება და ჯანსაღი ცხოვრების წესი“ – გაიმართა. მომხსენებელმა ლექციაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა საკვები ნივთიერებები (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები, საკვები ბოჭკო, წყალი), კალორიები, სხეულის მასის ინდექსი… Continue reading კსუ-ში სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეებისთვის ლექცია გაიმართა

სრულად ნახვა
22 მარტი, 2019

“პოლიგლოტელები ” ეთნოგრაფიულ მუზეუმში

2019 წლის 21 მარტს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-6 კლასის მოსწავლეები ისტორიის მასწავლებელ თინა დორეულთან და კლასის დამრიგებელ მერი ციმაკურიძესთან ერთად იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე თბილისის მასშტაბით. დაათვალიერეს ქალაქის ღირსშესანიშნაობები, ძველი თბილისის ხედები და ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

სრულად ნახვა
18 მარტი, 2019

“პოლიგლოტის” პედაგოგები შვედეთში

სკოლა ,,პოლიგლოტმა“ შვედეთში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში. შპს ,,პოლიგლოტის“ დირექტორის, ქალბატონი მზია დაუშვილის, ფინანსური მხარდაჭერითა და ინიციატივით ინგლისური ენის ორი პედაგოგი სალომე ქერაშვილი და მერი ციმაკურიძე პროაქტივჯგუფის წარმომადგენელ ცოტნე ყალიჩავასთან ერთად იმყოფებოდნენ შვედეთში, ქალაქ ლიმერიდში, რვადღიან ტრენინგზე. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ ჩაუტარდათ მნიშვნელოვანი და პროდუქტიული სწავლება სხვადასხვა განხრით. ახალგაზრდა პედაგოგებისთვის… Continue reading “პოლიგლოტის” პედაგოგები შვედეთში

სრულად ნახვა
15 მარტი, 2019

ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო: “დედაშვილობა საოცარი ზღაპარი”

სკოლა “პოლიგლოტის” VI კლასში ჩატარდა ულამაზესი ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო: “დედაშვილობა საოცარი ზღაპარი” . ღონისძიების ხელმძღვანელი და ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეონა დიასამიძე, მუსიკალურად გააფორმა ქეთევან ჯეირანაშვილმა .

სრულად ნახვა
8 მარტი, 2019

სკოლა ,,პოლიგლოტში“ დაიწყო საგაზაფხულო კვირეული

სკოლა ,,პოლიგლოტში“ დაიწყო საგაზაფხულო კვირეული. ჩვენმა უსაყვარლესმა პირველკლასელებმა პედაგოგ ელენე თარხნიშვილის ხელმძღვანელობით მოაწყო ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო, რომელიც მიეძღვნა გაზაფხულის მობრძანებასა და წელიწადის ამ უმშვენიერესი პერიოდის დღესასწაულებს. პატარებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და სხვადახვა ენაზე მიულოცეს დედიკოებს დედის დღე და რვა მარტი.

სრულად ნახვა
8 მარტი, 2019

დედის დღისა და რვა მარტის დღისადმი მიძღვნილი საღამო 

საგაზაფხულო კვირეულის მეორე დღეს ულამაზესი საღამო მოგვიწყეს პირველკლასელებმა პედაგოგ ირინა ფუტკარაძის ხელმძღვანელობით. ჩვენმა ძვირფასმა პატარებმა დადგეს ნაწყვეტი იაკობ გოგებაშვილის მოთხრობიდან ,,იავნანამ რა ჰქმნა“ , ისაუბრეს დედის დღისა და რვა მარტის შესახებ, მიულოცეს დედიკოებს ეს მშვენიერი დღესასწაულები , წაიკითხეს ლექსები სხვადასხვა ენაზე, იმღერეს და იცეკვეს.

სრულად ნახვა
8 მარტი, 2019

მუსიკალური კომპოზიცია: ,,გაზაფხული ჩვენს გულებში”

7 მარტს ულამაზესი საღამო მოგვიწყეს პირველკლასელებმა პედაგოგ ოლიკო ხოკრიშვილის ხელმძღვანელობით. წარმოადგინეს ლიტერატურულ – მუსიკალური კომპოზიცია: ,,გაზაფხული ჩვენს გულებში!“ ჩვენმა საყვარელმა პატარებმა ისაუბრეს დედის დღისა და რვა მარტის შესახებ, მიულოცეს დედიკოებს ეს მშვენიერი დღესასწაულები , წაიკითხეს ლექსები სხვადასხვა ენაზე, იმღერეს და იცეკვეს.

სრულად ნახვა
8 მარტი, 2019

გილოცავთ 8 მარტს !

სკოლა “პოლიგლოტი” სიყვარულით ულოცავს ყველა ქალბატონს 8 მარტს! უსურვებს ჯანმრთელობას, სიხარულს, სიყვარულს და ულევ წარმატებებს.

სრულად ნახვა
6 მარტი, 2019

“თეატრის დღე“

6 მარტს დაწყებითი განათლების კათედრაზე ,,თეატრის დღე“ იყო. II – V კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ თეატრ ,,მუზაში“ და ნახეს სპექტაკლი : ,,გაზაფხულის ღიმილი“.

სრულად ნახვა
1 მარტი, 2019

ღია გაკვეთილი

2019 წლის 1 მარტს, სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-2-ა კლასში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი, რომელიც მიეძღვნა წელიწადის უმშვენიერეს დროს, გაზაფხულს. მასწავლებელმა ცირა ლომიძემ გაკვეთილზე გამოიყენა თანამედროვე სწავლების ტექნოლოგიები, სხვადასხვა საინტერესო რესურსი: ბარათები, ცხრილები, კროსვორდები, ვიდეორგოლი , ფოტოსურათები და ა.შ. გაკვეთილი იყო ხალისიანი, აქტიური და შემეცნებითი.

სრულად ნახვა