Search
Close this search box.

სიახლეები

არქივი
10 მაისი, 2018

პირველკლასელები ზოოპარკში

7 მაისს სკოლა “პოლიგლოტის” პირველი კლასის მოსწავლეები პედაგოგებთან მაია ხიტურიძესთან და ცირა ლომიძესთან ერთად ეწვივნენ თბილისის ზოოპარკს. მოინახულეს ცხოველები და ბავშვებმა ერთი ლამაზი დღე საინტერესოდ გაატარეს.

სრულად ნახვა
2 მაისი, 2018

პირველკლასელების საგაზაფხულო ზეიმი

1 მაისს სკოლა “პოლიგლოტის” დაწყებით კათედრაზე ჩატარდა საგაზაფხულო ზეიმი. ამჯერად I ბ კლასმა მაია ხიტურიძის ხელმძღვანელობით წარმოადგინა ულამაზესი თეატალური საღამო. სხვადასხვა კოსტიუმში გამოწყობილმა პატარებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები,იცეკვეს, ქართულ და ინგლისურ ენებზე შეასრულეს სიმღერები.

სრულად ნახვა
30 აპრილი, 2018

ლაშქრობა ბირთვისში

სკოლა “პოლიგლოტის” IX და XII კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ლაშქრობაზე ბირთვისში. ციხესიმაგრე მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში . მოსწავლეები ლაშქრობაზე წაიყვანა გეოგრაფიის მასწავლებელმა ნინო შეშაბერიძემ და სპორტის მასწავლებელმა დავით დავიურმა. მოსწავლეებმა დალაშქრეს ციხისკენ მიმავალი გზა, მოინახულეს ბირთვისის ეკლესია, მისი გალავანი და ნახეს კოშკები. ლაშქრობამ მოსწავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

სრულად ნახვა
30 აპრილი, 2018

პროექტი “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა”

2018 წლის 26 აპრილს თბილისში , სასტუმრო ,,ჰუალინგში“, გაიმართა საქართველოს ეროვნული არქივის პროექტის ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ ნახევარფინალური თამაში: ,,რა? სად? როდის? “ შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზეს სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა (20 ქ-დან 18 ქულა აიღეს) ნუცა ნოზაძემ, ნუცი წერეთელმა , ლუკა ფიცხელაურმა ,ელენე სვიანაძემ, სანდრო კაპანაძემ, ნიკა ჯოხაძემ . პროექტის ხელმძღვანელი არის ისტორიის მასწავლებელი თინათინ ზარნაძე-დორეული. ვულოცავთ… Continue reading პროექტი “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა”

სრულად ნახვა
4 აპრილი, 2018

“პოლიგლოტის” II კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალურ – თეატრალური საგაზაფხულო სპექტაკლი

2018 წლის 4 აპრილს სკოლა “პოლიგლოტის” II კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ია ცაბაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს მუსიკალურ – თეატრალური საგაზაფხულო სპექტაკლი.ღონისძიების დეკორაციები შექმნა სკოლა “პოლიგლოტის” ხატვის მასწავლებელმა სოფიო ლიჩელმა.

სრულად ნახვა
29 მარტი, 2018

ღია – საჩვენებელი გაკვეთილი მე-8 კლასში თემაზე: ,,საფრანგეთის რევოლუცია და ნაპოლეონის მმართველობა“

2018 წლის 27 მარტს სკოლა ,,პოლიგლოტის“ ისტორიის მასწავლებელმა ნაზი ზაალიშვილმა ჩაატარა ღია – საჩვენებელი გაკვეთილი მე-8 კლასში თემაზე: ,,საფრანგეთის რევოლუცია და ნაპოლეონის მმართველობა“. გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლა ,,პოლიგლოტის“ შეფასების ჯგუფის თავმჯდომარე ქალბატონი მზია დაუშვილი და შეფასების ჯგუფის წევრები . გაკვეთილი იყო საინტერესო, მასწავლებელმა გამოიყენა ინტერაქტიული მეთოდები, მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფებში, გაკეეთეს პრეზენტაციები, წარმოადგინეს სლაიდშოუ, გაზეთები, იმსჯელეს ნაპოლეონის… Continue reading ღია – საჩვენებელი გაკვეთილი მე-8 კლასში თემაზე: ,,საფრანგეთის რევოლუცია და ნაპოლეონის მმართველობა“

სრულად ნახვა
22 მარტი, 2018

“პოლიგლოტის” მოსწავლეები ეროვნულ გალერეაში

2018 წლის 21 მარტს სკოლა “პოლიგლოტის” VIII, IX კლასის მოსწავლეები პედაგოგ ქეთევან მაისურაძესთან ერთად ეწვივნენ ეროვნულ გალერეას, სადაც მოინახულეს რენესანსის პერიოდის იტალიელი მოქანდაკის,მხატვრის და არქიტექტორის მიქელანჯელოს გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც შეიქმნა სიქსტის კაპელის მოხატულობაზე მუშაობის პერიოდში. მოსწავლეებმა აგრეთვე დაათვალიერეს გალერეაში გამოფენილი ქართველი მხატვრების: ფიროსმანის, დავით კაკაბაძისა და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები.

სრულად ნახვა
15 მარტი, 2018

მუსიკალური სპექტაკლი რუსულ ენაზე “ბრემენელი მუსიკოსები”

2018 წლის 15 მარტს სკოლა “პოლიგლოტის ” რუსული ენის მასწავლებელმა ლამარა თვალიაშვილმა VI-VII კლასის მოსწავლეებთან ერთად დადგა მუსიკალური სპექტაკლი რუსულ ენაზე”ბრემენელი მუსიკოსები” . ღონისძიება მიეღვნა გაზაფხულის უმშვენიერეს დღესასწაულებს. ბავშვებმა ულამაზეს დედიკოებს , ბებიებს, და მასწავლებლებს მიულოცეს “დედის დღე” და “8 მარტი”. პატარებმა ყვავილების თაიგულები მიართვეს ქალბატონებს.

სრულად ნახვა
7 მარტი, 2018

“პოლიგლოტის”მოსწავლეები საბავშვო ტელევიზია ,,ცისარტყელას”წამყვანები

ჩვენს ძვირფას მოსწავლეებს :სანდრო კაპანაძეს, ლიზი ქემოკლიძესა და ნუცი ქემოკლიძეს ვულოცავთ ,,ჩვენი ამბების-CmTV-ის“ წამყვანობას.სანდრო კაპანაძე და ლიზი ქემოკლიძე არიან კონკურს ,,მე და ილიას“ გამარჯვებულები და საბავშვო ტელევიზია ,,ცისარტყელას-CMTV-ის „რჩეულები. მათ მოიპოვეს გადაცემის წამყვანობა ერთწლიანი გრანტით. პირველი გადაცემა უკვე ჩაიწერა . ბავშვებო, გისურვებთ კიდევ მრავალი საინტერესო გადაცემის წამყვანობას და წარმატებებს შემოქმედებით საქმიანობაში!

სრულად ნახვა
27 თებერვალი, 2018

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეები იმყოფებოდნენ კინოთეატრ ,,კავეაში

სკოლა ,,პოლიგლოტის“ დაწყებითი განათლების კათედრის მოსწავლეები 2018 წლის 22 თებერვალს იმყოფებოდნენ კინოთეატრ ,,კავეაში , სადაც ნახეს ანიმაციური ფილმი. კოლექტიური დასწრება კინოთეატრებში ჩვენი მოსწავლეების საყვარელი გასართობია. ჩვენ ვზრუნავთ მოსწავლეების არა მარტო განათლებისათვის, არამედ ესთეტიკური აღზრდა-განვითარებისა და კულტურული დასვენებისათვის.

სრულად ნახვა
19 თებერვალი, 2018

პოლიგლოტის მოსწავლეებმა კონკურსში ,,ჩვენ და ილია” გამარჯვება მოიპოვეს

კომპანია ,,ალმასმა” ჩაატარა ლიტერატურული კონკურსი ,,ჩვენ და ილია’’, რომელიც მიეძღვნა ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს.კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საჯარო და კერძო სკოლის II – XII კლასების მოსწავლეებს.კონკურსში აქტიურად ჩაერთნენ სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეები. 2018 წლის 16 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ლიტერატურული კონკურსი ,,ჩვენ და ილია”-ს გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართა. სამახსოვრო სერთიფიკატები გადაეცა კონკურსის ყველა… Continue reading პოლიგლოტის მოსწავლეებმა კონკურსში ,,ჩვენ და ილია” გამარჯვება მოიპოვეს

სრულად ნახვა
15 თებერვალი, 2018

,,პალიტრა L-ის „ შეხვედრა პედაგოგებთან.

2018 წლის 10 თებერვალს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა გამომცემლობა ,,პალიტრა L-ს „ შეხვედრა სკოლის პედაგოგებთან. გამომცემლობის თანამშრომლებმა წარუდგინეს საზოგადოებას ახალი პროექტები, ხოლო წიგნების ავტორებმა ისაუბრეს თავიანთი წიგნების შესახებ. შეხვედრაზე გამომცემლობამ მადლობის სიგელებით დააჯილდოვა წიგნის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრები, მათ შორის დააჯილდოვეს სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორი ქალბატონი მზია დაუშვილი. სკოლა ,,პოლიგლოტი“ სისტემატურად ამდიდრებს ახალი წიგნებით საკუთარ ბიბლიოთეკას… Continue reading ,,პალიტრა L-ის „ შეხვედრა პედაგოგებთან.

სრულად ნახვა
15 თებერვალი, 2018

ქველმოქმედების დღე რუსთაველის თეატრში.

2018 წლის 11 თებერვალს სკოლა ,,პოლიგლოტის“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საქველმოქმედო საღამოში,რომელიც გაიმართა შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში. ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ ორგანიზაციები ,რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საქველმოქმედო აქციებში. მათ შორის არის სკოლა ,,პოლიგლოტიც“, რომელსაც არაერთი მადლობის წერილი დაუმსახურებია ქველმოქმედების გამო. საქველმოქმედო კონცერტს ესწრებოდნენ სკოლა ,,პოლიგლოტის „ დირექტორის მოადგილე ეკატერინე სიორდია და მეათე კლასის მოსწავლეები.

სრულად ნახვა
15 თებერვალი, 2018

მასწავლებელთა I სამეცნიერო კონფერენცია

2018 წლის 9 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჩაატარა მასწავლებელთა I სამეცნიერო კონფერენცია-,,ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენება სწავლის პროცესში.“ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სკოლა ,,პოლიგლოტის“ პედაგოგებმა: ანა ჯავახიშვილმა, თეონა დიასამიძემ, ნაზი ზაალიშვილმა, ნინო დაუშვილმა, სოფიო ლიჩელმა და ელიზავეტა ზაზაძემ. კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს მასშტაბით 100 – მდე პედაგოგი. კონფერენცია კსუ-ს საკონფერენციო დარბაზში რექტორმა – კახაბერ კორძაიამ გახსნა… Continue reading მასწავლებელთა I სამეცნიერო კონფერენცია

სრულად ნახვა
29 იანვარი, 2018

“პოლიგლოტის მოსწავლეები ” ექსპერიმენტორიუმში

2018 წლის 26 იანვარს VII-VIII კლასის მოსწავლეები მათემატიკის მასწავლებელ ნინო დაუშვილის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ ექსპერიმენტორიუმში. მოსწავლეებმა ნახეს სახალისო ქიმიური შოუ, მონაწილეობა მიიღეს ქიმიურ ცდებსა და ექსპერიმენტებში. მოსწავლეებთან ერთად შოუს ესწრებოდნენ VII კლასის დამრიგებელი ელიზავეტა ზაზაძე და VIII კლასის დამრიგებელი ნაზი ზაალიშვილი.

სრულად ნახვა