277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

სიახლეები

13 ივნისი, 2019

სპექტაკლი ,,ბურატინოს თავგადასავალი“

2019 წლის 12 ივნისს სკოლა ,,პოლიგლოტის“ საყვარელმა მეოთხეკლასელებმა რუსულის მასწავლებლის, ქალბატონი ლამარა თვალიაშვილის ხელმძღვანელობით დადგეს ლევ ტოლსტოის ლიტერატურული ზღაპარი  : ,,ბურატინოს თავგადასავალი“.  საოცრად ნიჭიერმა პატარებმა გამოიჩინეს მსახიობური ოსტატობა  და  მეორე უცხო ენის ,რუსული ენის, სიყვარული. სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექცია მადლობას უხდის საყვარელ  კოლეგას ლამარა თვალიაშვილს, ასევე,  მადლიერებას გამოხატავს პატივცემული  მშობლების მიმართ, რომლებიც მუდამ თანამშრომლობენ და მხარში უდგანან   პედაგოგებს.

სრულად ნახვა
13 ივნისი, 2019

Untitled

2019 წლის 12 ივნისს სკოლა ,,პოლიგლოტის“ დაწყებითი განათლების კათედრაზე ულამაზესი სანახაობა მოაწყო ხელოვნების მასწავლებელმა სოფიო ლიჩელმა. პატარებმა წარმოადგინეს კრეატიული, საზაფხულო , თემატური კოსტიუმები. სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექცია მადლობას უხდის საყვარელ კოლეგას , სოფიო ლიჩელს , ერთგული ,მუხლჩაუხრელი შრომისთვის. აღსანიშნავია, რომ სოფიო არის პროფესიონალი, ყველა ღონისძიების დეკორაციების შემქმნელი , უამრავი გამოფენის ავტორი და უაღრესად გულისხმიერი ადამიანი.

სრულად ნახვა
1 ივნისი, 2019

სტუმრად ვირტუალურ ლაბორატორიაში

სკოლა ,,პოლიგლოტში“ საინტერესო ინოვაცია დაიგეგმა. მალე სკოლას ექნება ვირტუალურ-რეალური თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი უახლესი ლაბორატორია, მანამდე კი, 2019 წლის 29 მაისს , მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორთან, ქალბატონ მზია დაუშვილთან, სასწავლო -აღმზრდელობითი პროცესების მართვის მენეჯერთან, ქალბატონ ანა ჯავახიშვილთან, ფიზიკის მასწავლებელ ციური პაჭკორიასა და ბიოლოგიის მასწავლებელ როზა წიკლაურთან ერთად იმყოფებოდნენ პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტში… Continue reading სტუმრად ვირტუალურ ლაბორატორიაში

სრულად ნახვა
30 მაისი, 2019

,,ნორჩი მეწარმეები-2019 წ “

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა: ნიკა გახოკიძემ, ნუციკო ფიჩხნარაშვილმა , მარიამ გუშარაშვილმა და ლუკა ფიჩხნარაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ProActive Group Georgia-ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში: ,,ნორჩი მეწარმეები-2019 წ “. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ჩაუტარდათ ოთხი ტრენინგ-მასტერკლასი, სადაც ისწავლეს საკუთარი ინოვაციური ბიზნეს იდეის აღმოჩენისა და განხორციელების საშუალებები. ტრენინგები ჩაუტარეს ბავშვებს სუპერპროაქტიველებმა: გიორგი აგირბაიამ, ცოტნე ყალიჩავამ და თორნიკე კაჭარავამ. პროექტის განმავლობაში მოსწავლეებმა… Continue reading ,,ნორჩი მეწარმეები-2019 წ “

სრულად ნახვა
30 მაისი, 2019

საკვალიფიკაციო ტურნირი ჭადრაკში

2019 წლის 25-26 მაისს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საკვალიფიკაციო ტურნირი. მასში მონაწილეობა მიიღო კერძო სკოლა ,,პოლიგლოტის“ სხვადასხვა კლასის 10-მა მოსწავლემ . IV კლასელმა გაბრიელ ციხისელმა 7 შესაძლებლობიდან 4-5 ქულით V თანრიგის II ბალი შეასრულა და მიენიჭა V თანრიგი და მიეცა ფედერაციის წიგნაკი. 5-5 ქულით თავი ისახელეს ალექსანდრე გოგიშვილმა და ცოტნე მამფორიამ, მათ Vთანრიგის თითო ბალი… Continue reading საკვალიფიკაციო ტურნირი ჭადრაკში

სრულად ნახვა
30 მაისი, 2019

სპექტაკლზე ,, ბანკეტი“

სკოლა ,,პოლიგლოტის“ VI-X კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ თეატრში და ნახეს სკოლის მოსწავლეების ცხოვრებაზე შექმნილი სპექტაკლი – ,,ბანკეტი“.

სრულად ნახვა
27 მაისი, 2019

პირველი -ბ კლასის გამოსაშვები ზეიმი

2019 წლის 22 მაისს საზეიმო განწყობა გაგრძელდა სკოლა ,,პოლიგლოტში“. ქართულ ჩოხებსა და ტრადიციულ კაბებში გამოწყობილმა გოგო-ბიჭებმა, I -ბ კლასმა , ულამაზეს მასწავლებელ ელენე თარხნიშვილის ხელმძღვანელობით, გამართა გამოსაშვები საღამო. პატარებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, დედა ენის მნიშვნელობაზე, ანბანის ისტორიაზე, სკოლაში გატარებულ პირველ დაუვიწყარ წელზე . წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და აღნიშნეს სკოლაში გატარებული პირველი… Continue reading პირველი -ბ კლასის გამოსაშვები ზეიმი

სრულად ნახვა
27 მაისი, 2019

გამოსაშვები საღამო I-გ კლასი 

დაწყებითების კათედრაზე პირველკლასელთა კიდევ ერთი ულამაზესი გამოსაშვები საღამო გაიმართა. ამჯერად პირველმა – გ კლასმა ჩაატარა მუსიკალურ-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება დამრიგებლის ირინა ფუტკარაძის ხელმძღვანელობით. პატარები დაემშვიდობნენ დედა ენას, ისაუბრეს მთელი წლის განმავლობაში შეძენილ ცოდნაზე, იმღერეს, იცეკვეს , წაიკითხეს ლექსები , გააცოცხლეს დედა ენის გმირები. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ქეთევან ჯეირანაშვილმა, დეკორაციები შექმნა სოფიო ლიჩელმა. ერთნაირ თემატურ მაისურებში გამოწყობილმა… Continue reading გამოსაშვები საღამო I-გ კლასი 

სრულად ნახვა
27 მაისი, 2019

ბოლო ზარი -2019 წელი

2019 წლის 24 მაისს სკოლა ,,პოლიგლოტში“ დილიდან იყო საზეიმო განწყობა. მე-12 კლასელებისათვის დაირეკა ბოლო ზარი . სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა გააცილეს მე_12 კლასელები და მათთვის მოაწყვეს კონცერტი, სკოლა ,,პოლიგლოტის“ პატივცემულმა ჟიურიმ მე-12 კლასელებს მიანიჭა სპეციალური ნომინაციები და დააჯილდოვა სიგელებით. კურსდამთავრებულებმა აკადემიურად აღნიშნეს სკოლის დამთავრება და აყარეს ქუდები. მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცეს სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორმა ქალბატონმა მზია… Continue reading ბოლო ზარი -2019 წელი

სრულად ნახვა
22 მაისი, 2019

I -ა კლასის გამოსაშვები ზეიმი

2019 წლის 21 მაისს ულამაზესი დღე დადგა სკოლა ,,პოლიგლოტში“ , რადგან შემოცქრიალდნენ იისფერ კაბებსა და გვირგვინებში გამოწყობილი გოგონები და კლასიკურად მორთული ბიჭუნები. I -ა კლასმა საყვარელი პედაგოგის ოლიკო ხოკრიშვილის ხელმძღვანელობით გამართა გამოსაშვები საღამო. პატარებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილზე, დედა ენის მადლზე, ანბანის ისტორიაზე, სიყვარულზე, სკოლაში გატარებულ პირველ უმშვენიერეს წელზე . ულამაზესი ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით აღნიშნეს… Continue reading I -ა კლასის გამოსაშვები ზეიმი

სრულად ნახვა
20 მაისი, 2019

პოლიგლოტელები კონკურსში: ,,ნორჩი მეწარმეები -2019“

სკოლა ,,პოლიგლოტის“ ნორჩ მეწარმეთა გუნდი, რომლის შემადგენლობაში არიან : ნუცა ფიჩხნარაშვილი, ნიკა გახოკიძე, მარიამ გუშარაშვილი და ლუკა ფიჩხნარაშვილი, მონაწილეობენ ProActive Group Georgia-ს კონკურსში: ,,ნორჩი მეწარმეები -2019“ და იბრძვიან აღნიშნული ტიტულის მოსაპოვებლად. კონკურსის მიზანი არის ბიზნესით, მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდების გამოვლენა და საერთაშორისო პროექტში ,,

სრულად ნახვა
19 მაისი, 2019

სერთიფიკატები მეწარმეობის საფუძვლებში

სკოლა ,,პოლიგლოტში“ არჩევით საგნად ისწავლება ,,მეწარმეობის საფუძვლები“ , მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მე-11 კლასის მოსწავლეებმა წარმატებით გაიარეს ,,ჯუნიორ ეჩვმენტ საქართველოს“ პროგრამის ,,მეწარმეობის საფუძვლების „ სრული კურსი და მიიღეს საერთაშორისო დონის ორენოვანი სერტიფიკატები. პროექტის ხელმძღვანელი მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებელი ზაქარია ისაშვილი. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას.

სრულად ნახვა
17 მაისი, 2019

მასტერკლასის ფინალური პრეზენტაცია

სკოლა ,,პოლიგლოტში“ დასრულდა რიტორიკის სკოლის მასტერკლასი ფინალური პრეზენტაციებით. მოსწავლეებმა გააკეთეს თავიანთი იდეის პრეზენტაციები და აღნიშნეს, რომ ბევრი ისწავლეს ეფექტური კომუნიკაციის შესახებ, აღარ ეშინიათ საჯარო გამოსვლის, მოუსმინეს ერთმანეთს, გაუზიარეს აზრები და გამოცდილება, უფრო დაუახლოვდნენ და კიდევ უფრო შეუყვარდათ ერთმანეთი. დიდი მადლობა ქალბატონ ცირა ბარაბქაძეს დაუღალავი შრომისა და საინტერესო პროექტისთვის, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის… Continue reading მასტერკლასის ფინალური პრეზენტაცია

სრულად ნახვა
15 მაისი, 2019

სკოლა,,პოლიგლოტის“ ნორჩი მხატვრების-,, ART-პოლიგლოტის“- გამოფენა

2019 წლის 12 მაისს , სკოლა ,,პოლიგლოტის“ ნორჩი მხატვრების-,, ART-პოლიგლოტის“- გამოფენა მოეწყო საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. გამოფენის ორგანიზატორი იყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი სოფიო ლიჩელი, რომლის თაოსნობითაც მოეწყო „პოლიგლოტის „ მოსწავლეების არაერთი გამოფენა. ამჯერადაც მნახველებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ბავშვების შემოქმედებამ, თვალს გვჭრიდა პატარების ფერადი, ულამაზესი, მრავალფეროვანი სამყარო, მათ ნამუშევრებში იგრძნობოდა სითბო, სიყვარული და… Continue reading სკოლა,,პოლიგლოტის“ ნორჩი მხატვრების-,, ART-პოლიგლოტის“- გამოფენა

სრულად ნახვა
25 აპრილი, 2019

მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია

მასწავლებელთა კიდევ ერთი საერთაშორისო კონფერენცია. 2019 წლის 21 აპრილს სკოლა ,,პოლიგლოტის“ პედაგოგები: ლიზა ზაზაძე, ნინო შეშაბერიძე, ნინო დაუშვილი, მერი ციმაკურიძე და სალომე ქერაშვილი იმყოფებოდნენ ზუგდიდში კონფერენციაზე: ,,ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლება“. აღსანიშნავია, რომ ამჯერადაც სკოლა ,,პოლიგლოტის“ დირექტორის, ქალბატონი მზია დაუშვილის, ხელშეწყობითა და სრული დაფინანსებით გაემგზავრნენ პედაგოგები მასწავლებელთა კონფერენციაზე. ქალბატონი მზია სკოლაში ქმნის ჯანსაღ გარემოს და ხელს უწყობს… Continue reading მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია

სრულად ნახვა