277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
Search
Close this search box.

სიახლეები

არქივი
7 ივნისი, 2017

ვორკშოფი: ,,ანიმაცია ურთიერთობების მხატვრული ფორმა”

სკოლა ,,პოლიგლოტის“ დაწყებითი განათლების კათედრაზე ანიმაციის განვითარების ფონდმა ჩაატარა ვორკშოფი: ,,ანიმაცია ურთიერთობების მხატვრული ფორმა „ სკოლებში. ვორკშოფს ესწრებოდნენ I-VI კლასების მოსწავლეები. მხატვარ-ანიმატორებმა ბავშვებს აჩვენეს ფილმწარმოების ყველა ეტაპი: სცენარის სტრუქტურა, პერსონაჟის შექმნა, ფონების შექმნა,კადრების კომპოზიცია, ფილმის კადრირება, კომპოუზინგი,ანიმაცია,ფაზირება,ამოხატვა.ბავშვებმა შექმნეს მოკლე ანიმაცია. ბავშვები სტუმრებმა დაასაჩუქრეს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ ,,თოფუზის“კალენდრებით. ღონისძიების ორგანიზატორი დაწყებითი განათლების კათედრა.

სრულად ნახვა
6 ივნისი, 2017

ექსკურსია „ზედაზენის“ ლიმონათის ქარხანაში

2017 წლის 6 ივნისს სკოლა ,,პოლიგლოტის“ პედაგოგებმა ნინო შეშაბერიძემ და ანა ჯავახიშვილმა VIII- IX- X კლასის მოსწავლეები„ზედაზენის“ ლიმონათის ქარხანაში წაიყვანეს ექსკურსიაძე.მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქარხანა,მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიებსა და წარმოების სპეციფიკაზე.მასპინძლებმა მოსწავლეები დაასაჩუქრეს ზედაზენის პროდუქციით.

სრულად ნახვა
5 ივნისი, 2017

მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებული

სკოლა „პოლიგლოტის“ VIII კლასის მოსწავლემ ნიკა გახოკიძემ მონაწილება მიიღო თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციაში: „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“ და „კლიმატის ცვლილება და ცოცხალი სამყარო“. ამ პროექტში მან გაიმარჯვა და მოიპოვა პირველი ადგილი. ნიკა გახოკიძე დაჯილდოვდა I ხარისხის დიპლომითა და ფასიანი საჩუქრებით,ხოლო მის ხელმძღვანელს, ნონო შეშაბერიძეს , გადაეცა მადლობის სიგელი მოსწავლეთა საგანმანათლებლო… Continue reading მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებული

სრულად ნახვა
2 ივნისი, 2017

პროექტი „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“

2017 წლის 2 ივნისს სკოლა „პოლიგლოტის“ ინტელექტუალთა გუნდმა მონაწილეობა მიიღო იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“. თამაში გაიმართა სასტუმრო ჰუალინგში.პროექტში თბილისის, რუსთავის, მცხეთის, დუშეთის, კასპისა და გორის რაიონების 70-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლა იყო ჩართული, ფინალში კი 63 სკოლის გუნდი მონაწილეობდა. დასმული იყო სხვადასხვა სირთულის 30 კითხვა.ინტელექტუალურ თამაშს გიორგი მოსიძე უძღვებოდა.… Continue reading პროექტი „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“

სრულად ნახვა
2 ივნისი, 2017

ლექცია ,თემაზე:,,დაცული ტერიტორიები“

2017 წლის 2 ივნისს სკოლა ,,პოლიგლოტში“ ჩატარდა ლექცია ,თემაზე:,,დაცული ტერიტორიები“.ლექცია წაიკითხა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა მარიამ თათარაშვილმა. ლექციას ესწრებოდნენ V-VI-VII-VIII კლასის მოსწავლეები.ლექციის მიზანი იყო მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.ლექციის ბოლოს სტუმარმა მოსწავლეებს დაურიგა სხვადსხვა მასალა დაცული ტერიტორიების შესახებ.ღონისძიების ორგანიზატორი იყო ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებელი ნათია ქვრივიშვილი.

სრულად ნახვა
1 ივნისი, 2017

პირველკლასელთა გამოსაშვები საღამო

2017 წლის 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს , სკოლა ,,პოლიგლოტის“ დაწყებითი განათლების კათედრაზე დაუვიწყარი ღონისძიება ჩატარდა. მოეწყო პირველკლასელთა გამოსაშვები საღამო. პატარებმა კლასის დამრიგებლის ინგა შველიძის ორგანიზატორობით დადგეს გარემიქსებული მიუზიკლი:,,ძმა ძმისთვისაო,შავი დღისთვისაო“… პირველკლასელებმა ზეიმი დაიწყეს ინგლისურენოვანი კომპოზიციით, ხოლო შემდეგ ქართულ ენაზე გამართეს თეატრალიზებული წარმოდგენა . I კლასის დამრიგებელმა ინგა შველიძემ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს , მასწავლებლებს,… Continue reading პირველკლასელთა გამოსაშვები საღამო

სრულად ნახვა
28 მაისი, 2017

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის პრეზენტაცია “პოლიგლოტში” 

,,სკოლა ,,პოლიგლოტს“ ესტუმრნენ შემოქმედებით-დოკუმენტური კინო ფესტივალის სინედოკ-თბილისი -2017 წ-ის წარმომადგენლები : ნინია რაჯებაშვილი ( სექცია სინედოკ-იანგის ხელმძღვანელი) და ნათია მოციქულაშვილი. სტუმრებმა გააცნეს მოსწავლეებს ფესტივალის პროგრამა და კონკურსების პირობები. დაურიგეს მოსწავლეებს საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის სარეკლამო ბუკლეტები. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეთა ჩართულობას კინო ფესტივალში, არგუმენტირებული მსჯელობის უნარის განვითარებას, აქტუალურ თემებზე მსჯელობას , პრობლემებზე დაფიქრებას. წლევანდელი კინოფესტივალის თემაა:… Continue reading საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის პრეზენტაცია “პოლიგლოტში” 

სრულად ნახვა

,,პოლიგლოტის „ კურსდამთავრებულებმა საუკეთესო შედეგებით ჩააბარეს სკოლის დამამთავრებელი გამოცდები

სკოლა ,,პოლიგლოტის „ კურსდამთავრებულებმა საუკეთესო შედეგებით ჩააბარეს სკოლის დამამთავრებელი გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ისტორიასა და ინგლისურ ენაში. სკოლას ჰყავს 26 კურსდამთავრებული, მათ შორის არის 4 ოქროსმედალოსანი: თამთა ნოზაძე, მედეა ყრუაშვილი, მარიამ აზირაშვილი და მეგი რევიშვილი. ჩვენი კურსდამთავრებულები ემზადებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. ვუსურვებთ მათ წარმატებებს.

სრულად ნახვა
23 მაისი, 2017

გამოფენა ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში

ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში ბავშვთა ნახატების გამოფენა “ეროვნული სამოსის გაცოცხლება” მოეწყო. სკოლა “პოლიგლოტის” დაწყებითი კათედრის მოსწავლეებმა ხატვისა და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის სოფიო ლიჩელის ინიციატივითა და ორგანიზატორობით მიიღეს მონაწილეობა ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში მოწყობილ ღონისძიებაში. მოსწავლეებმა გამოფინეს თავიანთი ნახატები მუზეუმის სივრცეში, გააცოცხლეს ფიროსმანის ნამუშევრების პერსონაჟები და ეროვნული სამოსი.გამოფენა გაგრძელდა 18 დან 23 მაისამდე.

სრულად ნახვა
17 მაისი, 2017

ღია-ინტეგრირებული გაკვეთილი – ,,აფხაზეთი- ჩემი ტკივილი”

სკოლა ,,პოლიგლოტის” ჰუმანიტარულ-საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ესთეტიკურ-სპორტული აღზრდის კათედრაზე ჩატარდა ღია-ინტეგრირებული გაკვეთილი IXკლასში-გეოგრაფიაში, ხელოვნებაში, ქართულსა და ისტორიაში. გაკვეთილი ჩაატარეს ნინო შეშაბერიძემ, ქეთევან მაისურაძემ,თეონა დიასამიძემ და თინათინ დორეულმა. გაკვეთილის თემა იყო: ,,აფხაზეთი- ჩემი ტკივილი”. გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდებითა და რესურსებით დატვირთული, ინფორმაციული, შემოქმედებითი, მოსწავლეებმა გამოავლინეს კარგი ცოდნა, მსჯელობისა და ანალიზის უნარი.

სრულად ნახვა
16 მაისი, 2017

,,ენა,მამული, სარწმუნოება!“

სკოლა ,,პოლიგლოტის“ დაწყებითი განათლების კათედრაზე V კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მაკა ტოფაძის ხელმძღვანელობით გამართეს დაუვიწყარი საღამო, თემაზე: ,,მამული,ენა ,სარწმუნოება!“ მოსწავლეებმა წიკითხეს ლექსები, ისაუბრეს დიდი ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ღვაწლის შესახებ. შეასრულეს სიმღერები, დადგეს მინისპექტაკლი.

სრულად ნახვა
16 მაისი, 2017

“პოლიგლოტის” მოსწავლეებმა შეასრულეს ნახატები საქართველო-იაპონიის მეგობრობის თემაზე

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 25 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაში. ხატვისა და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის სოფიო ლიჩელის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა შეასრულეს ნახატები საქართველო-იაპონიის მეგობრობის თემაზე. ნახატები გამოიფინება საქართველო-იაპონიის ასოციაციის, სკოლა-,,ქართული სასწავლებლის“ შენობაში. ნახატების გამოფენა მოეწყობა აგრეთვე, იაპონიაში.

სრულად ნახვა
15 მაისი, 2017

აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მუზეუმში

სკოლა „პოლიგლოტის“ VII-VII კლასის მოსწავლეები ბიოლოგიის მასწავლებელთან როზა წიკლაურთან ერთად იმყოფებოდნენ აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მუზეუმში. დაათვალიერეს საინტერესო ექსპონატები ცხოველების, მცენარეებისა და ბუნებრივი ძეგლების შესახებ. მოსწავლეები გაეცნენ სახლეებს და დიდი შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ ლაბორატორია-მუზეუმიდან.

სრულად ნახვა
4 მაისი, 2017

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა ნაძალადევის გამგეობის მიერ გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე ხეები დარგეს!

სკოლა ,,პოლიგლოტმა“ მიიღო მონაწილეობა აშშ-ს სატყეო სამსახურის, USFS-ისა და USAID-ის,მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და მოიპოვა გრანტი. პროექტის ხელმძღვანელმა სკოლა ,,პოლიგლოტის“ გეოგრაფიის მასწავლებელმა ნინო შეშაბერიძემ,თანაავტორებმა: ბიოლოგიის მასწავლებელმა როზა წიკლაურმა და ქიმიის მასწავლებელმა მაია აფხაზავამ, მოხალისე მოსწავლეებთან ერთად განახორციელეს საინტერესო ღონისძიებები პროექტისათვის: „თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება.“

სრულად ნახვა
3 მაისი, 2017

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეები თოჯინების თეატრს ესტუმრნენ

2017 წლის 28 აპრილს სკოლა ,,პოლიგლოტის“ I-II-III კლასის მოსწავლეები მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად ესტუმრნენ მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურულ ცენტრ,,მუზას“ და ნახეს თოჯინების სპექტაკლი -,,წუნა და წრუწუნა“.

სრულად ნახვა