Search
Close this search box.

სიახლეები

არქივი
17 მაისი, 2017

ღია-ინტეგრირებული გაკვეთილი – ,,აფხაზეთი- ჩემი ტკივილი”

სკოლა ,,პოლიგლოტის” ჰუმანიტარულ-საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ესთეტიკურ-სპორტული აღზრდის კათედრაზე ჩატარდა ღია-ინტეგრირებული გაკვეთილი IXკლასში-გეოგრაფიაში, ხელოვნებაში, ქართულსა და ისტორიაში. გაკვეთილი ჩაატარეს ნინო შეშაბერიძემ, ქეთევან მაისურაძემ,თეონა დიასამიძემ და თინათინ დორეულმა. გაკვეთილის თემა იყო: ,,აფხაზეთი- ჩემი ტკივილი”. გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდებითა და რესურსებით დატვირთული, ინფორმაციული, შემოქმედებითი, მოსწავლეებმა გამოავლინეს კარგი ცოდნა, მსჯელობისა და ანალიზის უნარი.

სრულად ნახვა
16 მაისი, 2017

,,ენა,მამული, სარწმუნოება!“

სკოლა ,,პოლიგლოტის“ დაწყებითი განათლების კათედრაზე V კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მაკა ტოფაძის ხელმძღვანელობით გამართეს დაუვიწყარი საღამო, თემაზე: ,,მამული,ენა ,სარწმუნოება!“ მოსწავლეებმა წიკითხეს ლექსები, ისაუბრეს დიდი ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ღვაწლის შესახებ. შეასრულეს სიმღერები, დადგეს მინისპექტაკლი.

სრულად ნახვა
16 მაისი, 2017

“პოლიგლოტის” მოსწავლეებმა შეასრულეს ნახატები საქართველო-იაპონიის მეგობრობის თემაზე

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 25 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაში. ხატვისა და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის სოფიო ლიჩელის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა შეასრულეს ნახატები საქართველო-იაპონიის მეგობრობის თემაზე. ნახატები გამოიფინება საქართველო-იაპონიის ასოციაციის, სკოლა-,,ქართული სასწავლებლის“ შენობაში. ნახატების გამოფენა მოეწყობა აგრეთვე, იაპონიაში.

სრულად ნახვა
15 მაისი, 2017

აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მუზეუმში

სკოლა „პოლიგლოტის“ VII-VII კლასის მოსწავლეები ბიოლოგიის მასწავლებელთან როზა წიკლაურთან ერთად იმყოფებოდნენ აგრარული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მუზეუმში. დაათვალიერეს საინტერესო ექსპონატები ცხოველების, მცენარეებისა და ბუნებრივი ძეგლების შესახებ. მოსწავლეები გაეცნენ სახლეებს და დიდი შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ ლაბორატორია-მუზეუმიდან.

სრულად ნახვა
4 მაისი, 2017

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა ნაძალადევის გამგეობის მიერ გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე ხეები დარგეს!

სკოლა ,,პოლიგლოტმა“ მიიღო მონაწილეობა აშშ-ს სატყეო სამსახურის, USFS-ისა და USAID-ის,მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და მოიპოვა გრანტი. პროექტის ხელმძღვანელმა სკოლა ,,პოლიგლოტის“ გეოგრაფიის მასწავლებელმა ნინო შეშაბერიძემ,თანაავტორებმა: ბიოლოგიის მასწავლებელმა როზა წიკლაურმა და ქიმიის მასწავლებელმა მაია აფხაზავამ, მოხალისე მოსწავლეებთან ერთად განახორციელეს საინტერესო ღონისძიებები პროექტისათვის: „თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება.“

სრულად ნახვა
3 მაისი, 2017

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეები თოჯინების თეატრს ესტუმრნენ

2017 წლის 28 აპრილს სკოლა ,,პოლიგლოტის“ I-II-III კლასის მოსწავლეები მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად ესტუმრნენ მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურულ ცენტრ,,მუზას“ და ნახეს თოჯინების სპექტაკლი -,,წუნა და წრუწუნა“.

სრულად ნახვა
2 მაისი, 2017

საგაზაფხულო გამოფენა

2017 წლის 1 მარტს დაწყებითი განათლების კათედრაზე მოეწყო საგაზაფხულო გამოფენა. მოსწავლეებმა ულამაზესი ნამუშევრები გამოფინეს და შეეგებნენ გაზაფხულს. გამოფენა გაიხსნა სასიამოვნო მუსიკის ფონზე. მშობლებმა და პედაგოგებმა დაათვალიერეს მოსწავლეების ნახატები. დიდი მადლობა ხატვის მასწავლებელს სოფიო ლიჩელს დაუღალავი შრომისა და არაჩვეულებრივი გამოფენის მოწყობისათვის.

სრულად ნახვა
28 აპრილი, 2017

,,პოლიგლოტის“მოსწავლეები ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში

სკოლა ,,პოლიგლოტის“ მერვე კლასის მოსწავლეები ფრანგული ენის მასწავლებელ ელენე გაფრინდაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში , მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში “მედიათეკის აღმოჩენა”. ბავშვებმა დაათვალიერეს მედიათეკა,გაიცნეს საქართველოში არსებული ყველა სახის ფრანგული ბეჭდური და ციფრული რესურსი. ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებმა უფასოდ მიიღეს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში ჩაწერის ერთწლიანი ბარათი.

სრულად ნახვა
27 აპრილი, 2017

სტუმრად ფრანგულ კავკასიურ სკოლაში

სკოლა ,,პოლიგლოტის “ დაწყებითი განათლების საფეხურის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფრანგული სკოლა, გაეცვნენ ფრანგული განათლების სისტემას, შეხვდნენ ფრანგ ბავშვებსა და მასწავლებლებს. მოსწავლეებმა დააგემოვნეს ფრანგული კრუასანები და სასიამოვნო ფრანგულ გარემოში გაატარეს რამდენიმე საათი. პროექტის ხელმძღვანელი იყო ფრანგული ენის პედაგოგი ელენე გაფრინდაშვილი. პროექტის მიზანი არის ფრანგული კულტურის გაცნობა და ფრანგულ სკოლასთან მეგობრობა.

სრულად ნახვა
24 აპრილი, 2017

სტუმრად ახალგაზრდა ლიდერთა ასოციაცია “ალეაში”

სკოლა ,,პოლიგლოტის“ VIII-IX კლასის მოსწავლეებმა მარიამ გუშარაშვილმა , ნიკა გახოკიძემ, დეა ყორჩიშვილმა, ელენე მესხიშვილმა, ნია ნადირაძემ და ანანო რაზმაძემ მიიღეს მონაწილეობა ,,ალეა“ -ს ( ახალგაზრდა ლიდერთა ეროვნული ასოციაცია) პროექტში: ,,თანამედროვე მსოფლიო აფრიკის განვითარებისათვის „ – MWDA, რომლის მიზანი არის მოტივირებული ახალგაზრდების გაერთიანება და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ და პრობლემურ თემებზე მუშაობა. პროექტი მიმდინარეობდა 22-23-24 აპრილს .… Continue reading სტუმრად ახალგაზრდა ლიდერთა ასოციაცია “ალეაში”

სრულად ნახვა
22 აპრილი, 2017

“პოლიგლოტის „ მოსწავლეები ესტუმრნენ ილიაუნის თეტრალურ სარდაფს

22 აპრილს სკოლა ,,პოლიგლოტის „ მოსწავლეები ესტუმრნენ ილიაუნის თეტრალურ სარდაფს და ნახეს გიორგი ერისთავის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი : ,,ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი.“

სრულად ნახვა
17 აპრილი, 2017

„პოლიგლოტის“მოსწავლეები ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ეწვივნენ დედაენის ძეგლს

2017 წლის 17 აპრილს სკოლა – „პოლიგლოტის“ II – III – IV – V კლასის მოსწავლეები ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ეწვივნენ დედაენის ძეგლს,რომელიც ყვავილებით შეამკეს. ღია ცის ქვეშ მოაწყვეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია. ისაუბრეს ქართული ენის ისტორიასა და დანიშნულებაზე. გაიხსენეს გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართული ენის აღორძინებებში.

სრულად ნახვა
16 აპრილი, 2017

ღია -ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე-,,ძველი ეგვიპტე

სკოლა ,,პოლიგლოტის ” დაწყებითი განათლების კათედრაზე მე-6 კლასში ჩატარდა ღია -ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისურ ენაში, ხელოვნებასა და მუსიკაში,თემაზე-,,ძველი ეგვიპტე”. გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო,მეექვსე კლასელები თავისუფლად, გამართულად მეტყველებენ ინგლისურად, ერთ გაკვეთილში შეისწავლეს 280 ახალი სიტყვა,გამოავლინეს ღრმა ცოდნა, შექმნეს ულამაზესი ალბომი ძველ ეგვიპტეზე და ყველაფერი ისე ლამაზად, თანმიმდევრულად აკინძეს და წარმოაჩინეს,რომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს. დიდი მდლობა, ინგლისური ენის… Continue reading ღია -ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე-,,ძველი ეგვიპტე

სრულად ნახვა
12 აპრილი, 2017

სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში

2017 წლის 12 აპრილს დაწყებითი საფეხურის IV-V-VI კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრს. მოსწავლეებმა ნახეს სპექტაკლი “არ დამივიწყო”.

სრულად ნახვა
11 აპრილი, 2017

“ქართული ენის ფესტივალის” პრეზენტაცია “პოლიგლოტში”

2017 წლის 7 აპრილს სკოლა ,,პოლიგლოტს „  ესტუმრნენ   კეთილი ენის  ელჩები, რომლებმაც  “ქართული  ენის ფესტივალის” პრეზენტაცია მოაწყვეს. ფესტივალის დევიზია: ,,იაზროვნე, წერე და იკითხე ქართულად“ ფესტივალის ფარგლებში  ჩატარდება ოლიმპიადა ქართულ ენასა და ლიტერატურაში,  გამარჯვებული  მოსწავლეები  დაჯილდოვდებიან  სხვადასხვა პრიზით. სკოლა ,,პოლიგლოტის“  III-XI კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილობას აღნიშნულ ოლიმპიადაში . ვუსურვებთ წარმატებებს.

სრულად ნახვა