სიახლეები

არქივი
10 თებერვალი, 2017

წიგნის აკინძვის ვორქშოფი

სკოლა “პოლიგლოტი” აქტიურად არის ჩართული ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტებში. 2017 წლის 10 თებერვალს VIII კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ წიგნის აკინძვის ვორქშოფზე. ამ პროექტის ავტორმა, არქიტექტორმა ოთარ მჭედლიშვილმა საინტერესო ვორქშოფი ჩაუტარა მოსწავლეებს. სამი საათის განმავლობაში მოსწავლეები ხალისიანად მუშაობდნენ , აკინძეს წიგნები, რომლებიც სამახსოვროდ დარჩათ . ვორქშოფის დაწყებამდე მოსწავლეებმა დაათვალიერეს გალერეაში მოწყობილი ქართული ანიმაციური დიაფილმების გამოფენა. დიდი მადლობა… Continue reading წიგნის აკინძვის ვორქშოფი

სრულად ნახვა
10 თებერვალი, 2017

თოჯინების თეატრი

2017 წლის 10 თებერვალს სკოლა “პოლიგლოტს” ეწვია თოჯინების თეატრი. I,II,III კლასის მოსწავლეებმა ნახეს სპექტაკლი “რაც არ გერგება არ შეგერგება:.

სრულად ნახვა
9 თებერვალი, 2017

საახალწლო საჭადრაკო ფესტივალი

2017 წლის 21 იანვარს სკოლა „პოლიგლოტში“ გაიმართა საახალწლო ტურნირი ჭადრაკში II-III-IV კლასის მოსწავლეებს შორის. შეჯიბრებას მსაჯობას უწევდა სკოლა „პოლიგლოტის“ ჭადრაკის მასწავლებელი , საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი, B კატეგორიის მწვრთნელი ნატალია მესხი . გარდა „პოლიგლოტის“ მოსწავლეებისა ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სკოლიდან მოწვეული ბავშვები, თანრიგოსანი მოჭადრაკეები ნიკოლოზ ხოკერაშვილი და გიორგი ალიბეგაშვილი. მათ ერთდროული თამაშების სეანსები გამართეს თავიანთ უთანრიგო… Continue reading საახალწლო საჭადრაკო ფესტივალი

სრულად ნახვა
6 თებერვალი, 2017

სკოლა „პოლიგლოტს“ ეწვია მწერალი და საზოგადო მოღვაწე დათო ტურაშვილი

2017 წლის 3 თებერვალს სკოლა „პოლიგლოტს“ ეწვია მწერალი და საზოგადო მოღვაწე დათო ტურაშვილი. საინტერესო , სასიამოვნო და დაუვიწყარი შეხვედრა გაიმართა. დათო ტურაშვილმა ისაუბრა საკუთარ ცხოვრებაზე, შემოქმედებაზე , საზღვარგარეთ მოგზაურობასა და იქ მიღებულ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებზე. ბატონი დათო ასევე ესაუბრა მოსწავლეებს კითხვის მნიშვნელობასა და წიგნის სიყვარულზე ,რაც განათლებისა და სულიერების მთავარი კომპონენტია . მწერალმა უპასუხა ბავშვების შეკითხვებს,… Continue reading სკოლა „პოლიგლოტს“ ეწვია მწერალი და საზოგადო მოღვაწე დათო ტურაშვილი

სრულად ნახვა
27 იანვარი, 2017

„პოლიგლოტს“ ეწვივნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები

2017 წლის 27 იანვარს სკოლა „პოლიგლოტს“ ეწვივნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. მათ აბიტურიენტებს გააცნეს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები, გააკეთეს პრეზენტაცია უნივერსიტეტში არსებული ფაკულტეტების შესახებ, ესაუბრეს IBSU-ში სასკოლო ოლიმპიადის შესახებ, უპასუხეს შეკითხვებს და დაურიგეს მოსწავლეებს უნივერსიტეტის ცნობარი. შეხვედრა მიმდინარეობდა საინტერესოდ, საქმიან და მეგობრულ ატმოსფეროში.

სრულად ნახვა

სკოლა “პოლიგლოტში” განახლდა სასწავლო პროცესი , გილოცავთ II სემესტრის დაწყებას

საყვარელო მოსწავლეებო, ძვირფასო კოლეგებო და პატივცემულო მშობლებო! სკოლა “პოლიგლოტში” განახლდა სასწავლო პროცესი , გილოცავთ II სემესტრის დაწყებას. გისურვებთ წარმატებებს სწავლაში, შემოქმედებით მოღვაწეობასა და ყოველდიურ საქმიანობაში.

სრულად ნახვა

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს

ძვირფასო მეგობრებო! გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ სიკეთის, ულევი სიხარეულის , წარმატებისა და მრავალი საინტერესო სიახლის მომტანი ყოფილიყოს ახალი 2017 წელი. უფლის წყალობა, ხვავი და ბარაქა არ მოაკლდეს თქვენს ოჯახებს. მშვიდობა, სიყვარული და კაცთა შორის სათნოება დამკვიდრებულიყოს.

სრულად ნახვა
28 დეკემბერი, 2016

გაცოცხლებული ზღაპრის გმირები

28 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტის“ IV-VII კლასის მოსწავლეებმა დაუვიწყარი საღამო მოაწყვეს. ინგლისურ ენაზე გააცოცხლეს დისნეის ზღაპრები: „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, „წითელქუდა“, „მახინჯი ბატის ჭუჭული“ და „კონკია“ . მოსწავლეებმა გამოავლინეს მსახიობური ნიჭი და ინგლისურ და რუსულ ენებზე შეასრულეს სიმღერები, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და მოგვილოცეს შობა-ახალი წელი. ზეიმის ბოლოს VII კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენაზე წარმოადგინეს თუ როგორ აღნიშნავდნენ… Continue reading გაცოცხლებული ზღაპრის გმირები

სრულად ნახვა
23 დეკემბერი, 2016

საახალწლო ზეიმი

23 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტის“ დაწყებითი განათლების კათედრაზე საახალწლო ზეიმი ჩატარდა. სკოლას ეწვივნენ თოვლის ბაბუა და ფიფქია. I-IV კლასის მოსწავლეებმა გააცოცხლეს ეს ზღაპრის გმირები , იცეკვეს, იმღერეს და წაიკითხეს ლექსები, ითამაშეს ფიფქიასთან ერთად, მიიღეს მონაწილეობა სახალისო კონკურსებში და მოგვილოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი. ზეიმის ბოლოს თოვლის ბაბუამ ბავშვებს დაურიგა საჩუქრები, ასევე მკითხველთა კონფერენციაში მონაწილეებს სკოლის დირექციამ საჩუქრებთან… Continue reading საახალწლო ზეიმი

სრულად ნახვა
22 დეკემბერი, 2016

ღია ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: “სიმღერებად ქცეული ლექსები“

20 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტის“ VII კლასში ჩატარდა ღია ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენაში, ისტორიასა და მუსიკაში. გაკვეთილის თემა იყო : “სიმღერებად ქცეული ლექსები“ . პედაგოგებმა გამოიყენეს ინტერაქტიული მეთოდები. მოსწავლეებმა ისაუბრეს ლექსებსა და მათზე შექმნილი სიმღერების ისტორიაზე. მოისმინეს ცნობილი კომპოზიტორების მიერ შექმნილი სიმღერები. გაკვეთილი წარიმართა ამაღლებულ განწყობაზე . მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთიც, რომელშიც განათავსეს ინფორმაცია სიმღერებად ქცეული… Continue reading ღია ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: “სიმღერებად ქცეული ლექსები“

სრულად ნახვა
22 დეკემბერი, 2016

სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები ბოულინგის ტურნირის ფინალში არიან

სკოლა „პოლიგლოტის“ მოსწავლეები ბოულინგის ტურნირის ფინალში არიან . ვულოცავთ ჩვენს კლასის მოსწავლეებს და ვუსურვებთ წარმატებებს.

სრულად ნახვა
20 დეკემბერი, 2016

თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრალური უნივერსიტეტის პრეზენტაცია

14 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტში“ თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრალური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მე- XII კლასელებისათვის მოაწყო პრეზენტაცია. მოსწავლეები გაეცნენ ამ უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს, მოისმინეს ინფორმაცია უნივერსიტეტის სტუდენტურ ცხოვრებაზე და პასუხი მიიღეს საინტერესო კითხვებზე. 17 დეკემბერს მე-XII კლასელები ესტუმრნენ ამ უნივერსიტეტებს ღია კარის დღეზე. სკოლის დირექცია მადლობას უხდის პრეზენტაციისთვის და სიამოვნებით ითანამშრომლებს აღნიშნულ უნივერსიტეტებთან.

სრულად ნახვა
20 დეკემბერი, 2016

მკითხველთა კონფერენცია

2016 წლის 16 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტში“ მოეწყო დაწყებითი განათლების საფეხურის მკითხველთა კონფერენცია , რომლის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება . მოსწავლეებმა წარმოადგინეს წაკითხული წიგნის პრეზენტაცია . განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და კრეატიულობით გამოირჩეოდნენ VI კლასის მოსწავლეები. ყველაზე ორიგინალური პრეზენტაცია გააკეთა VI კლასის მოსწავლემ ეფემია ბასილიამ . მან „ვეფხისტყაოსნის „ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საგალობლების ფონზე წარმოადგინა პრეზენტაცია „ჩემი რუსთაველი… Continue reading მკითხველთა კონფერენცია

სრულად ნახვა
20 დეკემბერი, 2016

ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა

2016 წლის 9 დეკემბერს I და II კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ზურაბ წერეთლის საგამოფენო დარბაზს, სადაც დაათვალიერეს ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა. მოსწავლეები ნანახით აღფრთოვანდნენ და დაბრუნების შემდეგ ხატვის მასწავლებლის დახმარებით შეასრულეს ჩანახატები. პატარებმა გამოხატეს შთაბეჭდილებები. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ I კლასის დამრიგებელი ინგა შველიძე და II კლასის დამრიგებელი ხათუნა ლეონიძე.

სრულად ნახვა
13 დეკემბერი, 2016

ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში ჩატარდა საგანმანათლებლო ღონისძიება ვორქშოფი „დაზგის გარეშე წიგნის აკინძვა“

1 დეკემბერს სკოლა „პოლიგლოტის“ X და XI კლასის მოსწავლეები პედაგოგ ქეთევან მაისურაძესთან ერთად ეწვივნენ ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეას, სადაც საგანმანათლებლო ღონისძიება – ოთარ მჭედლიშვილის ვორქშოფი „დაზგის გარეშე წიგნის აკინძვა“- ჩატარდა. ღონისძიებაში სკოლის ცხრა მოსწავლე მონაწილეობდა. მათ წიგნის აკინძვის ტექნოლოგია დეტალურად შეისწავლეს. ვორქშოფი სამ საათს გაგრძელდა. თითოეულმა მონაწილემ საკუთარი ხელით, დაზგის გარეშე, შექმნა წიგნი სქელი ყდით,… Continue reading ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში ჩატარდა საგანმანათლებლო ღონისძიება ვორქშოფი „დაზგის გარეშე წიგნის აკინძვა“

სრულად ნახვა