სკოლა “პოლიგლოტის” V კლასის მოსწავლეებმა რუსული ენის მასწავლებლის ლამარა თვალიაშვილის ხელმძღვანელობით დადგეს რუსულენოვანი სპექტაკლი: ” Улывка залог дружвы “. მსახიობური ნიჭიერებითა და შესანიშნავი ლექსიკით გამოირჩეოდნენ მოსწავლეები, მხიარული სიმღერებითა და ლამაზი დეკორაციებით გაფორმებულმა სპექტაკლმა მნახველზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა.
სკოლა ,,პოლიგლოტის“ IX კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე სამცხე-ჯავახეთში შემდეგი მარშრუტით: მწვანე მონასტერი, საფარა, ვარძია, ახალციხე, რაბათის ციხესიმაგრე. მოსწავლეებმა მოილოცეს წმინდა ადგილები, შეისწავლეს სამხრეთ საქართველოს გეო-მორფოლოგიური მდგომარეობა, დაათვალიერეს საქართველოს ღირსშესანიშნაობები , მოინახულეს თმოგვის, ხერთვისის, აწყურის , სლესის ციხესიმაგრეები. ექსკურსიის ხელმძღვანელი იყო ანა ჯავახიშვილი, ექსკურსიაზე მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ მშობლები , ბავშვებმა გადაიღეს სამახსოვრო სურათები და კმაყოფილი დაბრუნდნენ.
სკოლა ,,პოლიგლოტის” მე-9 კლასის მოსწავლე სანდრო კაპანაძე გახდა თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ჩატარებული სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებული – ,,ზოოპარკის აღმოჩენა“ .სანდრო კაპანაძემ ბიოლოგიის მასწავლებელ როზა წიკლაურის ხელმძღვანელობით კონფერენციაზე წარადგინა თემა: ,, ჩემი ქვეყნის ბიომრავალფეროვნება“. 1 ივნისს გაიმართა გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია . გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები. ამასთანავე ,გამარჯვებული მოსწავლეები წაიყვანეს ვაშლოვნის ნაკრძალში ექსკურსიაზე.… Continue reading სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებული -სანდრო კაპანაძე
სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა მარიამ ქორიძემ, ბარბარე მჭედლიშვილმა და სანდრო კაპანაძემ მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფოსტის საგანმანათლებლო პროექტში , რომელიც მიეძღვნა წერილის წერის საერთაშორისო დღეს. ბავშვებმა დაწერეს წერილები თემაზე: ,,წარმოიდგინე,რომ ხარ წერილი, რომელიც მოგზაურობს დროში,რა ინფორმაციის მიწოდებას ისურვებდი მკითხველისათვის?“. მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით.
მესამე წელია, რაც სკოლა “პოლიგლოტი“ ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობს. წელსაც ფართომასშტაბიან სასწავლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ ფინალში „პოლიგლოტელებმა“ წარმატებით იასპარეზეს და გამარჯვებული სკოლების ხუთეულში მოხვდნენ. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სერთიფიკატები გადასცა მოსწავლეებს, შეჯიბრების წამყვანმა გიორგი მოსიძემ „პოლიგლოტელების“ თამაში მოიწონა და მომავალშიც მოიწვია სათამაშოდ. შეჯიბრებას ესწრებოდა საპატიო სტუმარი საფრანგეთიდან, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის… Continue reading პროექტი -„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“
2018 წლის 8 ივნისს სკოლა ,,პოლიგლოტის“ ინგლისური ენის მასწავლებელმა ელიზავეტა ზაზაძემ VII კლასში ჩაატარა ღია პროექტ-გაკვეთილი თემაზე : ,,ძველი ეგვიპტური ცივილიზაცია“ . აღნიშნული პროექტი არის გრძელვადიანი, ის შარშან დაიწყეს VI კლასში და წელს გაარძელეს, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიმრავლეს ინგლისურენოვანი ლექსიკა და შეისწავლეს მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი,კერძოდ ,სამდინარო ცივილიზაციის უძველესი ხანა.
2018 წლის 1 ივნისს,”ბავშვთა დაცვის დღეს”ფრანგული ენის მასწავლებელმა ელენე გაფრინდაშვილმა სკოლა “პოლიგლოტის” დაწყებითი განათლების კათედრაზე დადგა ფრანგულენოვანი ზღაპარი “ჩექმებიანი კატა”.
2018 წლის 4 ივნისს სკოლა”პოლიგლოტის” რუსული ენის მასწავლებელმა ლამარა თვალიაშვილმა ჩაატარა ღია-საჩვენებელი გაკვეთილი VI კლასში, თემაზე: სიმღერა “antoshka”. მოსწავლეებმა ნახეს ნახატი ფილმი, იმსჯელეს ნანახზე, ისწავლეს სიმღერა, იმუშავეს წყვილებში და შეისწავლეს ახალი ლექსიკური ერთეულები. გაკვეთილი იყო ხალისიანი, საინტერესო. გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლა”პოლიგლოტის” შეფასების ჯგუფის წევრები.
2018 წლის 1 ივნისს სკოლა „პოლიგლოტის“ I ბ კლასმა მაია ხიტურიძის ხელმძღვანელობით წლის დამამთავრებელი ზეიმი გამართა.პატარებმა მოგვილოცეს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე, 1 ივნისი_ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და სასწავლო წლის წარმატებით დასრულების დღე. პირველკლასელებმა გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის დედაენის დაწერისა და ქართული ანბანის შექმნის ისტორიები, გააცოცხლეს „დედა ენის“ პერსონაჟები, იმღერეს, იცეკვეს და წაიკითხეს ლექსები.
18 მაისს სკოლა “პოლიგლოტის” I ა კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს კოსტიუმირებული, მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო.პატარებმა იმოგზაურეს დროში, გააცოცხლეს ფარნავაზ მეფის ეპოქა, ესტუმრნენ იაკობ გოგებაშვილს, ხოტბა შეასხეს “დედაენას” და დაუვიწყარი ემოციებით გააცილეს ანბანი. ღონისძიების ხელმძღვანელი არის I ა კლასის დამრიგებელი ცირა ლომიძე, დეკორაციები შექმნა სოფიო ლიჩელმა და მუსიკალურად გააფორმა ქეთევან ჯეირანაშვილმა.
სკოლა “პოლიგლოტის” დაწყებითი განათლების კათედრაზე “დედა ენის დღის” აღსანიშნავად ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. გამარჯვებულ მოსწავლეებს გამოავლენს სპეციალური ჟიური. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით. საბაზო და საშუალო ეტაპის მოსწავლეებმა დაწერეს თხზულება : “რას ნიშნავს ჩვენთვის დედაენა”. ქართული ენის მასწავლებლებმა თეონა დიასამიძემ, თამარ სვანაძემ და ანა ჯავახიშვილმა ჩაუტარეს მოსწავლეებს ლექცია- გაკვეთილები “დედაენის დღესთან” დაკავშირებული მოვლენების შესახებ… Continue reading 14 აპრილი დედაენის დღეა !
14 მაისს, 133-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა პირველკლასელების საჭარაკო ოლიმპიადა სადაც მონაწილეობა მიიღეს სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლეებმა , რომლებიც მწვრთნელ ნატალია მესხის აღსაზრდელები არიან. მესხმა ორგანიზება გაუკეთა ოლიმპიადას და მისი მთავარი მსაჯიც იყო.“პოლიგლოტელებმა” კარგი ცოდნა და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს, მიიღეს სატურნირო გამოცდილება, დამეგობრდნენ, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.ტურნირს წინ უძღვოდა საზეიმო გასხნა, ხოლო დასასრულს შეჯამდა შედეგები და ოლიმპიადის დევიზის შესაბამისად,… Continue reading პირველკლასელების საჭარაკო ოლიმპიადა
14 მაისს, 133-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა პირველკლასელების საჭარაკო ოლიმპიადა სადაც მონაწილეობა მიიღეს სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლეებმა , რომლებიც მწვრთნელ ნატალია მესხის აღსაზრდელები არიან. მესხმა ორგანიზება გაუკეთა ოლიმპიადას და მისი მთავარი მსაჯიც იყო.“პოლიგლოტელებმა” კარგი ცოდნა და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს, მიიღეს სატურნირო გამოცდილება, დამეგობრდნენ, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.ტურნირს წინ უძღვოდა საზეიმო გასხნა, ხოლო დასასრულს შეჯამდა შედეგები და ოლიმპიადის დევიზის შესაბამისად,… Continue reading Untitled
7 მაისს სკოლა “პოლიგლოტის” პირველი კლასის მოსწავლეები პედაგოგებთან მაია ხიტურიძესთან და ცირა ლომიძესთან ერთად ეწვივნენ თბილისის ზოოპარკს. მოინახულეს ცხოველები და ბავშვებმა ერთი ლამაზი დღე საინტერესოდ გაატარეს.
1 მაისს სკოლა “პოლიგლოტის” დაწყებით კათედრაზე ჩატარდა საგაზაფხულო ზეიმი. ამჯერად I ბ კლასმა მაია ხიტურიძის ხელმძღვანელობით წარმოადგინა ულამაზესი თეატალური საღამო. სხვადასხვა კოსტიუმში გამოწყობილმა პატარებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები,იცეკვეს, ქართულ და ინგლისურ ენებზე შეასრულეს სიმღერები.